საქართველოს ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკიდან 75 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:42, 29 Mar, 2018     1654
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოს ბანკს 75 მილიონი ლარის (30 მლნ აშშ დოლარის) მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს, აღნიშნული დაფინანსება საქართველოში მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები ლარში დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განათავსების გზით, ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის კიდევ ერთ წარმატებულ თანამშრომლობას მოეწერა ხელი. მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქცია განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს, ჰქონდეს წვდომა დაფინანსებაზე, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. ამავე დროს, ჩვენ როგორც წამყვან ბანკს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ დე-დოლარიზაციის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს, მხარდაჭერისათვის.“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ წარმატებული თანამშრომლობა ჩვენს უმსხვილეს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან და ერთობლივად შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორის დაფინანსება, ამით კი ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ პროგრამას- საბანკო სექტორში დე-დოლარიზაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს BSTDB-ის ადგილობრივი სავალუტო ოპერაციების მხარდაჭერისათვის. BSTDB-ი ოპერაციების დაფინანსების მიზნით გამოუშვებს ბონდებს, რომელსაც საჯაროდ განათავსებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას",- განაცხადა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იგორ ლეშუკოვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42