ადვოკატ რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, მსგავსი მოთხოვნა მან უკვე გააგზავნა აღნიშნულ უწყებებში 1 მარტს, თუმცა მათ ამ განცხადების იგნორირება მოახდინეს.
საქმე ეხება დოკუმენტებს, ნოუთბუქს, რამდენიმე მობილურ ტელეფონს და სავიზიტო ბარათებს. სააკაშვილი ითხოვს ნივთების დაბრუნებას ან მათი ღირებულების კომპენსაციას.
„სასამართლოს ეს ნივთები არ დაუყადაღებია, 26 იანვარს პროკურორმა განაცხადა, რომ ეს ნივთები „დაკარგული“ იყო“- განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილი, რომელმაც პირადად მოაქერა ხელი ნივთების დაბრუნების მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მისი ნივტები სამართალდამცავებმა მოიპარეს.
შეგახსენებთ, „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ საააკაშვილი, რომელსაც გასული წლის ზაფხულში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა, 2018 წლის 12 თებერვალს უკრაინიდან გააძევეს.
მასალის გამოყენების პირობები






