ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი, 43 წლის ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო მოდელების სიყვარულით რომ გამოირჩევა, ეს ყველასთვის ცნობილია.
მისი მორიგი გატაცება 20 წლის არგენტინელი მოდელი კამილა მორონეა. ლეონარდო და მისი 23 წლით უმცროსი შეყვარებული დასავლეთ ჰოლივუდში ერთ-ერთ სუპერმარკეტში დააფიქსირეს. ჭორები მათი ერთად ყოფნის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ახლა პაპარაცების ობიექტივშიც აღმოჩნდნენ.






5 თვის წინ ლეონარდო დიკაპრიოს თაყვანისმცემლები გაახარა დიკაპრიოსა და მისი ყოფილი შეყავრებულის, 25 წლის მოდელის ტონი გარნის შეგირებამ. წყვილი ერთმანეთს 2013-14 წლებში ხვდებოდა. გასული წლის სექტემბერში კი ერთ-ერთ კლუბში ხელიხელჩაკიდებულები დააფიქსირეს.
თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდა. ლეონარდო რონის მალევე დაშორდა და მას შემდეგ კიდევ რამდნიმე მოდელთან ერთად დააფიქსირეს.
ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარული ურთიერთობები მუდამ განხილვის საგანია.ლეოს „მოდელების კოლექცია“ ბარ რაფაელს, ჟიზელს, ნაომი კემპბელს, კელი რორბახოს, ტონი გარნს, ერინ ჰიზერტონსა მოიცავს. მათი უმრავლესობა ქერაა. ტაბლოიდები ხშირად ხუმრობენ, რომ ლეოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გოგონა აუცილებლად ქერა მოდელი უნდა იყოს და ველოსიპედი უყვარდეს. ბულვარული გამოცემები ირწმუნებიან, რომ ლეონარდოს რომანი ჰქონდა რიანასთანაც.
მასალის გამოყენების პირობები






