ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიაგებენ პატივს.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 25 მარტს, რუსეთის ქალაქ კამეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათეულობით ადამიანი. დამწვარ შენობაში ადამიანების ძებნის ოპერაცია ისევ გრძელდება. სამართალდამცავების განცხადებით, ზოგიერთი დაღუპული ისეთ მდგომარეობაშია, რომ მათ ამოსაცნობად გენეტიკური ანალიზის გაკეთება გახდება საჭირო. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში განგაშის სიგნალი არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია.
გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია 5 ადამიანი. მათ შორის ერთი სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრია, რომელმაც ხანძრის დროს სიგნალიზაცია გამორთვა ედება ბრალად.
ადგილობრივების ცნობით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა, ვიანიდან ხანძარი უქმე დღეებში მოხდა, როდესაც ცენტრში უამარავი ხალხი იმყოფებოდა. იგორის თქმით, ხანძარს 200-დან 350-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ამის მიზეზი კი კინოდარბაზების დაკეტილი კარები გახდა, რის გამოც ადამიანებმა იქიდან თავის დაღწევა ვერ შეძლეს
მასალის გამოყენების პირობები






