ანტისამთავრობო მიტინგი სოციალური ქსელის გამოყენებით შეიკრიბა დღეს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, სადაც კემეროვოში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს.
,ეხო მოსკვის" ცნობით, "მიტინგს, რომელსაც ასეულობით ადამიანი შეუერთდა სკანდირებდნენ - „პუტინი გადადგეს!“
აქცია გაიმართა დღეს კემეროვოში. ადგილობრივებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელიც დაღუპულთა და დაკარგულთა სიის შედგენაზე მუშაობს. მათი თქმით დაკარგულად ითვლება დაახლოებით 78 ადამიანი, მათგან 70 ბავშვია. კემეროვოში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციაზე ადგილობრივები ხანძრის შედეგები დადგენას და დამნაშავეების სათანადო დასჯას ითხოვდნენ. ვრცელდება ინფორმაცია რომ ადგილობრიოვი ხელისუფლება ცდილობს მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება შეზღუდოს.
28 მარტი რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები






