„სილქნეტი" და „ჯეოსელი“ გაერთიანდა - ღონისძიებას პირველი ვიცე-პრემიერი დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:00, 27 Mar, 2018     2209
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კომპანიების - „სილქნეტისა და „ჯეოსელის“ გაერთიანებათან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რომელშიც საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი გარიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით ეს არის კონკურენციის წამახალისებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გაერთიანებული, ახალი დიდი კომპანია შეძლებს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მომსახურების ხარისხის გაზრდას, კონკურენცია კი - ახალი პროდუქტების გამოჩენას ბაზარზე“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შემდგარი გარიგების თანახმად, „სილქნეტი“ ჯეოსელის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. გარიგება „სილქნეტის“ ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის” მობილურ სერვისთან გააერთიანებს. გაერთიანებული კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისის უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე. გარიგების ღირებულებამ 153 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. გარიგების დაფინანსება 133 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსით „თიბისი ბანკმა“ უზრუნველყო 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით.

პირველმა ვიცე პრემიერმა მონაწილე მხარეებს გარიგების წარმატებით დასრულება მიულოცა, ამასთან მან მადლობა გადაუხადა „თიბისი ბანკს“ ტრანზაქციისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის და ქვეყნის მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება. „სწორედ გუშინ დავბრუნდი ისრაელიდან, სადაც გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ისრაელი, რომელიც ინოვაციების მიმართულებით მსოფლიოში მე-3 ქვეყანაა, მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 4%-ს კვლევასა და განვითარებაზე ხარჯავს, რა თქმა უნდა, აქედან ძალიან დიდი წილი მოდის სწორედ ICT სექტორზე. ჩვენ ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ ამ რიცხვისგან, მაგრამ ასეთი ძლიერი კომპანიები, კერძო სექტორი სამომავლოდ აუცილებლად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოსთან ერთად განვავითაროთ უკვე ის მიმართულებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უფრო მაღალი ხარისხის, გამოყენებით პროდუქტებად გარდაიქმნება და მიწოდებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42