"ჩვენი შვილები იწვოდნენ, ჩვენ კი უბრალოდ ვუყურებდით“ - შემზარავი ისტორიები კემეროვიდან
მსოფლიო - 17:39, 27 Mar, 2018     8091
რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილ ხანძარს, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 41 ბავშვია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლი 200-იდან 350-მდეა, რადგან ხანძარი უქმეებზე მოხდა.


სავაჭრო-გასართობ ცენტრში "Зимняя вишня" მაღაზიების გარდა, ბოულინგი, აუზი, კინოთეატრები , კაფეები და ყინულის მოედანი იყო განთავსებული.

ტრაგედიის ღამეს იხსენებენ დაღუპულთა ახლობლები, რომლებმაც მთელი ღამე შენობასთან გაატარეს და უყურებდნენ, როგორ იწვოდა ის.

ალექსანდრ და ოლგა ლილივიალებს სამი შვილი დაეუღუპათ - ორი 11 წლის და ერთი 5 წლის გოგონა. მამამ შვილები კინოეთატრში დატოვა, თვითონ კი პირველ სართულზე ელოდებოდა. სენასის დაწყებიდან მალევე ალექსანდრს უფროსმა შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ხანძარი იყო, ისინი კი გარეთ გასვლას ვერ ახერხებდნენ.

„კიბეებზე ჩავრბოდი, ვიღაცამ სველი ჩვარი მომაწოდა , რომლითაც ცხვირი დავიფარე. როცა მეოთხე სართულამდე მივაღწიე, ფანჯარა ჩავამტვრიე, შემდეგ კი დავეცი. ხოხვა დავიწყე, ვგრძნობდი, გონებას ვკარგავდი და ძალა აღარ მქონდა. ჩემი გოგონა კი მირეკავდა და მირეკავდა. მე კი მხოლოდ ტელეფონში ვუყვიროდი, რომ დარბაზიდან თავი დაეღწია, მაგრამ სხვა არაფერი შემეძლო - ჩემ წინ უკვე ცეცხლი იყო.

შემდეგ ქვევით ჩასვლას შევეცადე, მაშველები რომ მომეყვანა. პირველ ბრიგადას ქუჩაში შევხვდი. ვუთხარი, რომ მეოთხე სართულზე, დარბაზში ბავშვები იყვნენ ჩაკეტილები და მათი გამოყვანა იყო საჭირო.

მაშველები დამთანხმდნენ, მაგრამ სამი წუთი, სამი წუთი დასჭირდათ ნიღბების გასაკეთებლად. შემდეგ შენობაში შევიდნენ. კინოეთატრამდე მისასვლელი უმოკლესი გზა ვაჩვენე და ისინიც გამომყვნენ, შემდეგ კი ვიღაც კაცმა უთხრა, რომ ცენტრალურ კიბეზე ცეცხლი იყო, ისინიც მაშინვე იქით წავიდნენ. მათ გავეკიდე და ვუთხარი , ერთი ნიღაბი მოეცათ, ბავშვების გამოყვანა რომ შემძლებოდა. თუმცა მათ მითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან ყველაფერი წესების თანახმად უნდა მომხდარიყო. ჩემი გოგონები დაწყევლილი რეგულაციების გამო დაიწვნენ“ - ამბობს დაღუპული ბავშვების მამა.

ყველაზე საშინელება ჯერ კიდევ წინ იყო

ალექსანდრმა მეუღლეს დაურეკა და ტრაგედიის შესახებ უამბო. ოლგა ლილევიალიც მაშინვე ცენტრთან მივიდა.

„შენობა იწვოდა, ჩვენ კი ექვსი საათის განმავლობაში ქუჩაში ვიდექით და ამ დროის მანძილზე ჩვენთან არავინ მოსულა“ - იხსენებს ოლგა. „ დაახლოებით ექვსის ნახევრისთვის შენობას პოლიციამ ალყა შემოატყა. ძალიან უხეშად იქცეოდნენ. სანამ შენობა იწვოდა, ქუჩაში წინ და უკან დავრბოდით, არაფერი აუხსნიათ, არაფერს გვეუბნებოდნენ. შენობიდან კვამლი ამოდიოდა. ჩვენი შვილები იწვოდნენ, ჩვენ კი უბრალოდ ვუყურებდით“ - ამბობს ოლგა.

„მედუზასთან“ საუბრისას, მასთან რამდენჯერმე მივიდა სოცმუშაკი და გაამეორებინა, რამდენი ბავშვი დაეღუპა და რამდენი წლის იყვნენ ისინი. ქალი ყოველ ჯერზე უმეორებდა და ცრემლებს ვერ იკავებდა.

„ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, ჩვენების მიცემა რამდენჯერმე მოგიწევთ. ნუ ტირით, ცრემლები კიდევ დაგჭირდებათ, ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის“ - უთხრა მან ოლგას.

შიგნიდან დაგვირეკეს, ვიხრჩობითო..."

იგორ ვოსტრიკოვს, ხანძრისას მისი და, ცოლი და სამი შვილი დაიღუპა - 7, 5 და 2 წლის ბავშვები.
იგორის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა. რადგან ხანძარი უქმე დღეებში მოხდა, როდესაც ცენტრში უამარავი ხალხი იმყოფებოდა.

"ხანძრის დროს ადამიანები 3 კინოდარბაზში იმყოფებოდნენ და მხოლოდ ერთიდან შეძლეს თავის დაღწევა.

დაიღუპა ჩემი და, ცოლი და სამი შვილი. დაიღუპნენ, რადგან კინოეატრში ჩაიკეტნენ. ამის შესახებ არ საუბრობენ. დამირეკეს, გვიშელეს, ვიხრჩობით, აქედან ვერ გამოვდივართო. სამი დარბაზი იყო, აქედან ორი ჩაკეტილი იყო. მხოლოდ ერთი დარბაზიდან მოახერხა ხალხმა გამოსვლა. როდესაც დაგვირეკეს, მეგონა ტერაქტი იყო, რადგან მითხრეს - „აქ ჩაკეტილები ვართო“. მე ქალაქში არ ვიყავი, დედაჩემი სასწრაფოდ მოვიდა ადგილზე. მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწებოდა ადგილზე მობილიზებული სამსახურის თანამშომრლებს - კინოთეატრში ხალხია, გადაარჩინეთ, იქ ჩემი 5 შვილიაო (შვილი, რძალი და სამი შვილიშვილი), ისინი კი ეუბნებოდნენ, რომ იქ არავინ იყო. ჩემმა ცოლმა დამირეკა და დამემშვიდობა, ჩემი და ჩემს მშობლებს დაემშვიდა. ბოლო სიტყვები, რაც ჩემმა ცოლმა მითხრა იყო: „იგორ, ჩვენ ჩავიკეტეთ, ვიგუდებით, ვკვდებით. მე შენ მიყვარხარ.“ კიდევ ორი წუთი ვიყავი მასთან ხაზზე, მაგრამ ის აღარ მპასუხობდა“ - ამბობს იგორი.

იმ დღეს , გაზაფხულის არდადეგების აღსანიშნავად ცენტრში იმყოფებოდა მეხუთე კლასელი ვიკა , მეგობრებთან ერთად. ვიკა და მისი მეგობრები კინოეთეატრში იმყოფებოდნენ. მათი სეანსი ხანძრამდე 15 წუთით ადრე დაიწყო. ვიკა და მისი კლასელები მასწავლებელთა ერთად დარბაზში დაიღუპნენ. მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს.

დედას უთხარით, რომ მიყვარს...

ხანძრის დაწყებისთანავე ბავშვებმა მშობლებთან დარეკვა დაიწყეს.

„16:11-ზე, ხანძრის გაჩენისთანავე ჩემმა დისშვილმა დამირეკა. მითხრა, რომ ყველაფერი იწვოდა, კარები ჩაკეტილი, სუნთქვა არ შეეძლო და ვერ გმაოდიოდა. ვუთხარი, ვიკა, ტანისამოსი გაიხადე და ცხვირე აიფარეთქო. მან კი მითხრა. „დედას უთხარი, რომ მიყვარდა. ყველას უთხარი, რომ მიყვარდა“... ამის შემდეგ გაითიშა. ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა“...

დამწვარ შენობაში ადამიანების ძებნის ოპერაცია ისევ გრძელდება. სამართალდამცავების განცხადებით, ზოგიერთი დაღუპული ისეთ მდგომარეობაშია, რომ მათ ამოსაცნობად გენეტიკური ანალიზის გაკეთება გახდება საჭირო. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში განგაშის სიგნალი არ ჩაირთო და ევაკუაცია დროულად არ განხორციელდა

გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია 5 ადამიანი. მათ შორის ერთი სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრია, რომელმაც ხანძრის დროს სიგნალიზაცია გამორთვა ედება ბრალად.

დილიდან კი ქალაქში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ხანძრის შესახებ სიმართლის თქმას და ადგილობრივი მთავრობის გადადგომას ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42