თბილისში საქართველო-ისრაელის ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმო მაისში გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:36, 27 Mar, 2018     1872
ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ELBIT-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

აღნიშნული კომპანია, საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, საქართველოში მსხვილ საინვესტიციო მაღალტექნოლოგიურ პროექტს ახორციელებს. საუბარია საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების, მათ შორის, თვითმფრინავის კარებების, აეროდინამიკური ზედაპირის, საკონტროლო პანელის დამზადებაზე. აღნიშნული ნაწილები განკუთვნილი იქნება მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვ. ამისთვის ქართულმა და ისრაელის მხარემ დააფუძნეს ერთობლივი კომპანია საქართველოში სს "“Aerostructure TechnologiesCyclone’’ (ATC)".

საწარმო თბილისში 10 მაისს გაიხსნება.

ახალი საწარმო იქნება Elbit Systems-ის ქარხნის ანალოგი (მდებარეობს ისრაელში, ქალაქ ჰაიფაში)და შეძლებს გამოუშვას პროდუქცია ELBIT SYSTEMS-CYCLONE-ის ბრენდის ქვეშ. სრული საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარია. პროექტმა უნდა დაასაქმოს 300 ადგილობრივი მუშახელი, რომლებიც გადამზადდებიან ავიაციის წარმოების ბაზარზე წამყვანი სპეციალისტების მიერ. პროდუქციის 100% იქნება ექსპორტზე ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრულ წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები იქნება 60 მლნ აშშ დოლარზე მეტი.

ამჟამად დასკვნით ეტაპზეა ქარხნის მშენებლობა და აღჭურვა. გეგმის მიხედვით, ყველა სამუშაო დასრულდება 2018 წლის აპრილის ბოლომდე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, წლის ბოლომდე, დაგეგმილია სერტიფიცირების ყველა პროცედურის გავლა, რის შემდეგ ქარხანა პროდუქციის გაყიდვას დაიწყებს.

პრეზენტაციის შემდეგ კომპანია ELBIT-ის წარმომადგენლებმა საქართველოში განსახორციელებელი სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს დელეგაციასთან, რომელთა შორის ასევე იყვნენ საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42