რუსეთი რწმენისა და პატრიოტიზმის ნაზავით იძიებს დამოუკიდებლობისაკენ ჩვენს მისწრაფებაზე შურს
საზოგადოება - 08:25, 05 Aug, 2013     959



ვიცი, რომ ეს სტატუსი რეაქციას გამოიწვევს. რასაც ახლა ვწერ, არაფერი საერთო არა აქვს ქრისტიანობასთან და რწმენასთან. ნუ ავურევთ ერთმანეთში რელიგიას და პოლიტიკას.

90-იან წლებში ამერიკელებმა არასამთავრობოების ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყეს საქართველოში იდეოლოგიური რელიეფის შესაქმნელად. ჩვენმა შინნაზარდმა ექსტრემისტებმა დასავლური ლიბერალიზმი სულ მალე ექსტრემისტულ ლიბერტარიანელობად აქციეს. სულ ვფიქრობდი, რა შეიძლება ამ ინფრასტრუქტურისათვის რუსებს დაეპირისპირებინათ.

სამწუხაროდ, ასეთი აღმოჩნდა ე.წ. "მრევლების" ინფრასტრუქტურა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც, ეჭვიც მაქვს და ფაქტებიც არსებობს, რუსეთში მცხოვრები ქართველი მილიონერები აფინანსებენ და რომელიც ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკიურ ძალად უნდა ქცეულიყო. უნდა გამოეყენებინათ ადამიანების რელიგიური გრძნობები, პატრიოტიზმი და ასე შემდეგ.რწმენისა და პატრიოტიზმის ნაზავით იძიებდნენ დამოუკიდებლობისაკენ ჩვენს მისწრაფებაზე შურს.

მე ვიყავი და ვრჩები მართლმადიდებელ ქრისტიანად, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ე.წ. მრევლის კრიტიკულად დიდი ნაწილი იქცა მესამე რომის ბოდვითი იდეის მატარებელ ძალად. ბედნიერებაა, რომ რამდენიმე მღვდელი და ეპისკოპოსი მაინც ვიცი, ვისაც ეს ესმის. მთელი უბედურება ისაა, რომ არ აღმოგვაჩნდა საკმაო ინტელექტუალური რესურსები საიმისოდ, რომ დიდი საერთაშორისო მოთამაშეებისათვის ჩვენი მსოფლმხედველობრივი პოზიცია დაგვეხვედრებინა.

ჩვენ თავად სად ვართ? იქნებ, უკვე მოვაწერეთ ხელი ისტორიის წინაშე კაპიტულაციას და ვიღაცას უნდა ჩავბარდეთ? როდემდე უნდა ვიქანაოთ იდეოლოგიურ ექსტრემუმებს შორის? თუ ვინმეს გაგაღიზიანებთ ეს სიტყვები. ამომშალეთ მეგობრების სიიდან და ეგ იქნება.

ამ სტატუსს ზაზა ფირალიშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42