2 მილიარდი დოლარი კვარტალური შემოსავალი - Amazon-ი Apple-ის შემდეგ მეორე ადგილზეა
ეს საინტერესოა - 14:44, 27 Mar, 2018     2385

კომპანია Amazon-მა ონლაინ-გაყიდვების რეკორდი დაამყარა - 2017 წლის მე-4 კვარტალში მისმა მოგებამ 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომპანია, რომელიც 1994 წელს დაარსდა, კაპიტალიზაციის დონით მეორე ადგილზეა Apple-ის შემდეგ და უსწრებს Google-ის მფლობელ კორპორაცია Alphabet-ს. ხოლო მისი დამფუძნებელი და მფლობელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად ითვლება - მისმა ქონებამ 132 მილიარდ დოლარს გადაჭარბა.

ეს წარმატება მსოფლიოში ინტერნეტგაყიდვების სფეროში Amazon-ის ლიდერობამ გამოიწვია.

აშშ-ში მაგალითად, რომელიც კომპანიისთვის მთავარ ბაზარს წარმოადგენს, ონლაინგაყიდვებში დახარჯული ყოველი დოლარიდან 44 ცენტი Amazon-ზე მოდის. გარდა ვირტუალური გაყიდვებისა, გასულ წელს კომპანიამ Whole Foods-ის სავაჭრო ქსელი 13,7 მილიარდ დოლარად შეიძინა, ხოლო წელს, სიეტლში, Amazon-მა გახსნა სუპერმარკეტი, სადაც არც სალაროა, არც მოლარე და გადახდა მობილური ტელეფონით შეიძლება.

არანაკლებ წარმატებულია Amazon-ი საზღვარგარეთ. გერმანიაში ონლაინგაყიდვებში მისი წილი 25% შეადგენს, დიდ ბრიტანეთში - 19%-ს. ორივეგან კომპანია ასევე ლიდერია ამ სფეროში. იაპონიაში მას მეორე ადგილი უკავია 20.2%-ით.

თუმცა, Amazon-ი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტიც, მაგალითად მას ადანაშაულებენ კონკურენციის სფეროში აგრესიული სტრატეგიის გამოყენებაში, რასაც კონკურენტების ჩაძირვა მოჰყვა. Amazon-ი უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება შრომითი ურთიერთობების სფეროში - ესპანეთსა და გერმანიაში კომპანიის თანამშრომლები გაფიცვითაც იმუქრებოდნენ.

შარშან, ოქტომბერში ევროკავშირი განიხილავდა Amazon-ის მიერ გადასახადების გადაუხდელობის საკითხს და მას დაეკისრა 293 მილიონი დოლარის გადახდა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დაადგინა, რომ გადასახადების დარიცხვის კუთხით კომპანიამ ლუქსემბურგის ხელისუფლებასთან არასამართლიანი ხელშეკრულება დადო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42