კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში მომხდარ ხანძარს 200-დან 350-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ამის მიზეზი კი კინოდარბაზების დაკეტილი კარები გახდა, რის გამოც ადამიანებმა იქიდან თავის დაღწევა ვერ შეძლეს - ამის შესახებ განცხადება იგორ ვოსტრიკოვმა გააკეთა, რომელმაც ხაბძრის გამო ოჯახის 5 წევრი, მეუღლე, სამი შვილი და და დაკარგა. მისი თქმით დაღუპულთა სავარაუდო რაოდენობა, თავად დაზარალებულებმა გამოითვალეს და ის დაახლოებით 350-მდეა. ვოსტრიკოვის თქმით, ხანძრის დროს ადამიანები 3 კინოდარბაზში იმყოფებოდნენ და მხოლოდ ერთიდან შეძლეს თავის დაღწევა მაყურებლებმა.
როგორც ვოსტრიკოვი აცხადებს, მან გაიგო, რომ ცენტრში სახანძრო სიგნალიზაციის მხოლოდ მულიაჟია და ის რეალურად არ არსებობს. მისი თქმით სავაჭრო-გასართობი ცენტრი სავსე იყო ბავშვებით. ამიტომ დაღუპულთა უმრავლესობა სწორედ ისინი არიან. ხელისუფლება კი იმიტომ მალავს დაღუპულთა რაოდენობას, რომ არ გამოჩნდეს ის კორუფცია და გულგრილობა, რის გამოც სავაჭრო ცენტრი სათანადოდ დაცული არ იყო.
„ბევრი პატარა ბავშვი იყო - ავტობუსით მოიყვანეს. არდადეგები იყო და პატარები მულტფილმის პრემიერაზე მოვიდნენ.
უყურებ საინფორმაციო გადაცემებს და იძახიან, რომ 64 მსხვერპლია და აქედან 9 ბავშვიო. ეს სიცრუეა, 100%-იანი ტყუილი. თქვენ არ გინახავთ და დამწვარი სხეულების გორა დგას .
კემეროვოს მაცხოვრებლებმა საინიციატივო ჯგუფიც შემქნეს, რომელიც დაღუპულთა და დაკარგულთა სიის შედგენაზე მუშაობს. მათი თქმით დაკარგულად ითვლება დაახლოებით 78 ადამიანი, მათგან 70 ბავშვია. კემეროვოში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია იმართება, ადგილობრივები ხანძრის შედეგები დადგენას და დამნაშავეების სათანადო დასჯას ითხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია რომ ადგილობრიოვი ხელისუფლება ცდილობს მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება შეზღუდოს.
მასალის გამოყენების პირობები






