საფრანგეთში არალეგალად მცხოვრები ქართველი ევროპის ქვეყნებს თავშესაფარს სთხოვს
საზოგადოება - 23:45, 04 Aug, 2013     4723

43 წლის გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა უარი უთხრა პოლიტიკურ თავშესაფარზე, ის არალეგალურ ცხოვრებაზე გადავიდა, თუმცა, უკვე ყელში ამოუვიდა მალულად, გამოგონილი პიროვნების სახელითა და გვარით ცხოვრება, იმის მიუხედავად, რომ ფინანსურად საკმაოდ უზრუნველყოფილია.

 

სწორედ ამიტომ მიიღო, ერთი შეხედვით, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება: საჯარო გახადოს საკუთარი ისტორია, დაასახელოს ვინაობა და საჯაროდვე, ინტერნეტის მეშვეობით მიმართოს ევროპის ქვეყნებს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან აქ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურ დევნად მიაჩნია.

 

ჩხოროწყუში დაბადებული გიორგი ჩიქოვანი 19089 წელს საბჭოთა არმიაში გაიწვიეს და ისანში მდებარე ბაზაში გაიარა უმაღლესი სამხედრო და ფსიქოლოგიური მომზადება – ავღანეთში გასაგზავნად ამზადებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიხეილ გორბაჩოვმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ახალქალაქის ბაზაში აღმოჩნდა, სადაც 412–ე სატანკო სასაზღვრო დივიზიის უფროსი სერჟანტი გახდა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვა.

 

სამოქალაქო ომში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ როგორც კი ზვიად გამსახურდია სამხედრო გადატრიალების გზით დაამხეს, იარაღი აიღო და გვარდიის ცალკეულ მებრძოლებთან ერთად ტყეს შეაფარა თავი, მერე კი აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.

 

ბრძოლის ერთ ეპიზოდში ჩხოროწყუს მილიციის თანამშრომელს, ნაცნობს შეხვდა, რომელმაც დაინახა, როგორ გამოიყვანა ჩიქოვანმა ცეცხლის ხაზიდან ქალი მცირეწლოვანი შვილით, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ, როცა ჩხოროწყუში სამსახურს ეძებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ათასგვარ მახეს უგებდნენ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, სწორედ მილიციის ამ თანამშრომელმა დაინდო და მის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა.

 

თუმცა, მანამდე იყო ჩეჩნეთიდან ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლა საქართველოში, რა დროსაც გიორგი ჩიქოვანი პრეზიდენტის დაცვაში მიიწვიეს. იმის გამო, რომ სატანკო დივიზიაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, სატანკო დივიზია კი მხოლოდ სენაკში იყო, ისიც სენაკის ბრიგადას შეუერთდა. სენაკში მაშინ მეთაური პოლკოვნიკი აკაკი ელიავა იყო.

 

მერე იყო ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან თითქოსდა გამოცხადებული შერიგების პროცესი. გიორგი ჩიქოვანი ამბობს, რომ სინამდვილეში ეს იყო ფარსი, რადგან ვინც სასამართლოზე თავისი ნებით გამოცხადდა, თითქმის ყველას 9 ან 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჩიქოვანი სასამართლოზე არ გამოცხადდა, მაგრამ ქუთაისში სასამართლო მის გარეშე ჩატარდა და გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მან არ ჩააბარა იარაღი. 
მოგვიანებით გიორგი ჩიქოვანს მაინც მოუწია შევარდნაძის ხელისუფლებასთან იძულებით შერიგება: ის ჩხოროწყუს პოლიციაში გამოცხადდა, განაცხადა, რომ იარაღი არ ჰქონდა და დასაქმება ითხოვა.

 

დასაქმების საკითხი არ გადაუწყვიტეს, რისი არაოფიციალური მიზეზიც მის "ზვიადისტობა" იყო. როცა რამდენჯერმე მიუგზავნეს აგენტი, რომელიც ერთხელ ბაბუამისის სახლსაც კი დაესხა თავს და გაისროლა, რათა ჩიქოვანს ცეცხლითვე ეპასუხა და შემდეგ იარაღის უკანონო შენახვა–გამოყენებისთვის დაეკავებინათ, გიორგი ჩიქოვანისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოში აღარ დაედგომებოდა.

 

2001 წელს მძიმე გადაწყვეტილება მიიღო: საქართველო უნდა დაეტოვებინა. ჩიქოვანი თურქეთში წავიდა და ერთ მიწათმოქმედ, ლაზური წარმოშობის თურქთან დასაქმდა. როცა დაახლოვდნენ, თავისი ისტორია უამბო და ისიც უთხრა, რატომ ვერ დაბრუნდებოდა საქართველოში, სანამ იქ სიტუაცია არ შეიცვლებოდა. თურქმა ურჩია, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადასულიყო და პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა. ამის ორგანიზებაში თვითონაც დაეხმარა და ერთ დღესაც, გიორგი ჩიქოვანი სატვირთო მანქანას გააყოლა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ დიჟონში ჩავიდა.

 

დიჟონში ჩასვლის შემდეგ, ბავშვობაში ნაოცნებარი რეჟისორობა გაახსენდა და აიკვიატა, რომ ამ ოცნების ხორცშესხმას მხოლოდ კანში შეძლებდა. ბილეთი აიღო, მაგრამ ბედის ირონიით არა კანში, არამედ ქალაქ კაენში აღმოჩნდა. თავშესაფარი არსად ჩანდა, არც დასაქმების პერსპექტივა, კანში ვეღარ წავიდოდა, რადგან გადანახული თანხა თვალსა და ხელს შუა ელეოდა. პარკში ეძინა, დღისით მხოლოდ ყავას სვამდა...

 

ერთ დღესაც გადაწყვიტა, პრეფექტურაში მისულიყო და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით განცხადება დაეწერა. მივიდა კიდეც, მაგრამ სამი თვის შემდეგ დაიბარეს: უზარმაზარი რიგი იდგა. სამი თვე ისევ ტყე–პარკებში წანწალში გაატარა, მდინარეში ბანაობდა, ამინდის მიუხედავად, რომ როგორმე, მინიმალური სისუფთავე შეენარჩუნებინა. სამი თვის შემდეგ დაიბარეს, კითხვები დაუსვეს, დამატებით საბუთები მოსთხოვეს და დროებით თავშესაფარში გაანაწილეს, სამასევროიანი კომპენსაციით თვეში, რომელიც სამი თვის თავზე შეუწყვიტეს, რადგან მისი განცხადების განხილვის შემდეგ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრეს. ოფიციალური მიზეზი მოთხოვნილი საბუთების ქსეროასლების დაბალი გარჩევადობის დონე იყო, მაგრამ გიორგი ჩიქოვანმა ნაცნობი ადგილობრივი პირის მეშვეობით ადვილად დაადგინა, რომ სინამდვილეში მიზეზი ის იყო, რომ ჩიქოვანი აკაკი ელიავას თანამებრძოლი იყო, აკაკი ელიავა კი ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, ადგილობრივ პრეფექტურაში, ისევ საქართველოს ხელისუფლების დაუდევრობით, ტერორისტად იყო დაფიქსირებული... ეს 2003 წელს მოხდა.

 

მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც არალეგალების მწარე ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმებშია: ისევ ხის ქვეშ ცხოვრება, მდინარეში ბანაობა, კეთილი ადამიანები, რომლებმაც რესტორანში ფინჯანი ცხელი ჩაის დალევის უფლება მისცეს, კიდევ უფრო კეთილი ადამიანის გამოჩენა, რომელმაც სამსახური (დღეში 90 ევრო) შესთავაზა, ფიზიკური სამუშაო, ავად გახდომა, საავადმყოფოში მოხვედრა, საავადმყოფოში მოსული უფროსი, რომელმაც სახლი უქირავა, მერე ყალბი საბუთებით ცხოვრება, დაკავება...

 

ფაქტების აღწერის ნაცვლად თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, ასეთ სურათს მივიღებთ: გიორგი ჩიქოვანი ცამეტჯერ მოხვდა სადეპორტო სამსახურში, სამჯერ – ფსიქონევროლოგიურ განყოფილებაში, მაგრამ დეპორტს ყველა ჯერზე, სხვადასხვა მანქანებით გადაურჩა...

 

ახლა გიორგი ჩიქოვანი სხვა ქვეყნის ყალბი პასპორტით ცხოვრობს, უკვე კარგა ხანია, არ აკავებენ, არც სადეპორტო სამსახურში მიჰყავთ და არც ფსიქონევროლოგიურ დაწესებულებაში: აქვს სახლი, მოიწყო პირადი ცხოვრება, აქვს მაღალანაზღაურებადი სამსახური...

 

"მაგრამ ეს ყველაფერი ყელში მაქვს ამოსული, მე მინდა ვიყო მე – გიორგი ჩიქოვანი! მინდა მომეცეს ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურად, ჩემი ნამდვილი სახელითა და გვარით ცხოვრების საშუალება, ამიტომაც, თქვენი მეშვეობით მივმართავ ყველას, ვისაც ეს ეხება, რომ დამეხმარონ ამაში", – ამბობს "ნიუპოსტთან" საუბარში გიორგი ჩიქოვანი, რომელიც თავისი ისტორიის დეტალებს ვრცლად წერდა კიდეც და მის გამოქვეყნებასაც გეგმავს (ფრაგმენტებს მისი დღიურიდან "ნიუპოსტი" უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ).

 

რედაქციის შენიშვნა: იმის მიუხედავად, რომ გიორგი ჩიქოვანი ექსკლუზიურად "ნიუპოსტს" დაუკავშირდა, ამ შემთხვევაში საინფორმაციო სააგენტო უარს ამბობს გიორგი ჩიქოვანის ისტორიის დეტალების გაშუქების ექსკლუზივზე და აცხადებს, რომ მზადაა, ნებისმიერ, იდენტიფიცირებულ საინფორმაციო საშუალებას, მათი დაინტერესების შემთხვევაში, მიაწოდოს გიორგი ჩიქოვანის საკონტაქტო მონაცემები. აქვე დავძენთ, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულია თავად გიორგი ჩიქოვანთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42