„ჩვენ შევამოწმეთ და რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები ვერ ვიპოვეთ. ისინი რომ აღმოგვეჩინა, აუცილებლად გავაძევებდით” - განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.
„საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს უამრავი სხვა ინტერესი აქვს. მიკვირს თუ არა, რომ ახალი ზელანდია მათ სიაში არ არის? რეალურად არა. თუმცა, სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის გამო საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერასისთვის შესაბამის ზომებზე ვმუშაობთ“ - განაცხადა ჯასინდამ.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწმვლის გამო, რუს დიპლომატებს მსფოლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ. აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და კანადის შემდეგ, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ავსტრალიამ და ისლანდიამ.
დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






