„რა ხდება ჩვენს თავს? ეს ხომ საბრძოლო მოქმედებები ან მაღაროში მეთანის ამოფრქვევა არ არის! ადამიანები ბავშვებით დასასვენებლად მივიდნენ. ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ და ახლა რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო“ - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, 25 მარტს, რუსეთის ქალაქ კამეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულია ათეულობით ადამიანი. დამწვარ შენობაში ადამიანების ძებნის ოპერაცია ისევ გრძელდება. სამართალდამცავების განცხადებით, ზოგიერთი დაღუპული ისეთ მდგომარეობაშია, რომ მათ ამოსაცნობად გენეტიკური ანალიზის გაკეთება გახდება საჭირო. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია.
კემეროვოში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. 27, 28 და 29 მარტს ხანძრის შედეგად დაღუპულებს იგლოვებენ.კემეროვოში, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის გამომწვევი მიზეზების განმარტებას და კემეროვის ოლქის გუბერნატორის ამან ტულეევის გადადგომას ითხოვენ. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია 5 ადამიანი. მათ შორის ერთი სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრია, რომელმაც ხანძრის დროს სიგნალიზაცია გამორთო.
მასალის გამოყენების პირობები






