აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და კანადის შემდეგ, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ავსტრალიამ და ისლანდიამ. ოფიციალურმა რეიკიავიკმა რუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა და მოსკოვთან მაღალი რანგის ურთიერთობები შეწყვიტა.
60 დიპლომატს აძევებს აშშ, გერმანია - 4, პოლონეთი - 4, უკრაინა - 13, დანია - 2, საფრანგეთი - 4, ჩეხეთი - 3, ლატვია - 1, ესტონეთი - 1, ლიტვა - 3, იტალია - 2, კანადა - 4, ნიდერლანდები - 2, რუმინეთი -1, ფინეთი -1. ესპანეთი -2, ნორვეგია -1.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






