დიპლომატების გაძევება არამეგობრული ნაბიჯია, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ - რუსეთის საგარეო უწყება
მსოფლიო - 19:11, 26 Mar, 2018     7257

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 ქვეყნის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების გამო პროტესტს აცხადებს და ამ ნაბიჯს პროვოკაციულს უწოდებს.

"აღნიშნულს ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულ ნაბიჯს, რომელიც არ პასუხობს იმ ამოცანებსა და ინეტერესებს, რომელიც უკავშირდება ამა წლის 4 მარტს ქალაქ სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის მიზეზების დადგენასა და დამნაშავეების გამოვლენას," - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაშ, რომელიც ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

კრემლი მიჩნევს, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა "სკრიპალების საქმის" დეტალებში გარკვევის გარეშე დიდი ბრიტანეთის ფეხის ხმას აჰყვა, რაც კონფრონტაციული ხაზის გაგრძელებას ადა სიტუაციის ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს.

"თავისთავად ცხადია, რომ ქვეყნების ერთი ჯგუფის მხრიდან განხორციელებული არამეგობრული ნაბიჯი უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ მასზე რეაგირებას მოვახდენთ," - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის გამო და დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად საკუთარი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება უკვე თვრამეტმა ქვეყნამ მიიღო:

  1. აშშ - აძევებს 48 დიპლომტსა და გაეროს მისიის 12 თანამშრომელს. ასვე იხურება რუსეთის საკონსულო სიეტლში
  2. საფრანგეთი - აძევებს ოთხ დიპლომატს,
  3. პოლონეთი - აძევებს ოთხ დიპლომატს,
  4. ჩეხეთი - აძევებს სამ დიპლომატს,
  5. ლიტვა - აძევებს სამ დიპლომატს, მათ შორის 2 სამხედრო ატაშეს,
  6. უკრაინა - აძევებს ცამეტ დიპლომატს,
  7. ესტონეთი - აძევებს სამხედრო ატაშეს,
  8. ლატვია - აძევებს ერთ დიპლომატს და "აეროფლოტის" თანამშრომელს,
  9. დანია - აძევებს ორ დიპლომატს,
  10. იტალია - აძევებს ორ დიპლომატს,
  11. ნიდერლანდები - აძევებს ორ დიპლომატს,
  12. გერმანია - აძევებს ოთხ დიპლომატს,
  13. ფინეთი - აძევებს ერთ დიპლომატს,
  14. რუმინეთი - აძევებს ერთ დიპლომატს,
  15. კანადა - აძევებს საელჩოსა და გენერალური საკონსულოს ოთხ თანამშრომელს,
  16. შვედეთი - 1 დიპლომატი,
  17. ირლანდია - გაძევებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია
  18. ალბანეთი - რაოდენობა უცნობია.

ყველა ქვეყანა აცხადებს, რომ გაძევებულ დიპლომატთა დიდი უმრავლესობა რუსეთის დაზვერვის თანამშრომელია.

შეგახსენებთ, რომ პირველად რუსი დიპლომატები ქვეყნიდან დიდმა ბრიტანეთმა გააძევა, ხოლო ევროკავშირმა 23 მარტს მოსკოვიდან თავისი წარმომადგენელი გაიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42