საქართველოს ბანკის დაფინანსებით კახეთში სასტუმრო „Akhasheni Wine Resort“-ი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:29, 26 Mar, 2018     2462
საქართველს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკისა და KTW ჯგუფის კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად კახეთში, კერძოდ სოფელ ახაშენში საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო „Akhasheni Wine Resort“ გაიხსნა.

„Akhasheni Wine Resort“ KTW Group–ის ახალი პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. „Akhasheni Wine Resort“ გათვლილია, როგორც ადგილობრივ დამსვენებელზე, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში განთავსებულია 41 ნომერი, აქედან ორი ნომერი სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი სასტუმრო კახეთის რეგიონში, რომელსაც მსგავსი ტიპის ნომრები გააჩნია. „Akhasheni Wine Resort“-ში სტუმრებისთვის ასევე არის, საკონფერენციო და გასართობი სივრცეები, 4 საცურაო აუზი, ღვინის მარანი და ვენახი. სასტუმროს პროექტის ჯამური მოცულობა 2.3 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, პროექტების DCFTA–ის და „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში.

„თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. KTW ჯგუფთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და 10–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი წარმატებული პროექტისა. სრულიად ახალი სასტუმროს „Akhasheni wine resort“ -ის მშენებლობა კახეთის რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ღვინის ტურიზმის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42