სიტყვები, რომელსაც დეპრესიის მქონე ადამიანები იყენებენ
ეს საინტერესოა - 15:12, 26 Mar, 2018     10930
დეპრესია ცვლის ადამიანს, ცვლის მის ყოველდღიურობას, ურთიერთობებს, ინტერესებს, ან დამოკიდებულებას ინტერესების მიმართ, მოვლენებისადმი მიდგომას, ტკივილის შეგრძნებებს და აღქმას, ენერგიულობას, ძილის და კვების რეჟიმსაც კი. ახალ კვლევაში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დეპრესიის გამოვლინების სხვა ასპექტი შეისწავლეს. მათ კომპიუტერული ანალიზით გამოთვალეს, თუ როგორ ცვლის დეპრესია მეტყველების არამარტო შინაარსს, არამედ მის სტილსაც.

ტრადიციული ლინგვისტური ანალიზი ძირითადად ჩანაწერების საშუალებით ხდებოდა. ახალ კვლევაში მეცნიერებს კომპიუტერული ტექნოლოგიები დაეხმარა, რომელსაც უზარმაზარი მოცულობის ჯგუფის მეტყველების და ნაწერის ანალიზი შეუძლია. კვლევაში 6 400-ზე მეტი ადამიანის ლექსიკა გააანალიზეს.

იოლი მისახვედრია, რომ დეპრესიის მქონე ადამიანის მეტყველებაში ჭარბობს უარყოფითი შინაარსის მატარებელი სიტყვები, რაც ამ კვლევამაც დაადასტურა. ასეთი სიტყვების მაგალითებია: “მარტოობა”, “მოწყენილობა”, “სევდა”, “დეპრესიული”, “ცუდი”, “დათრგუნული”, “საშინელი”, “საცოდავი”, “უიმედო”, “უბედური”.

მკვლევარებისთვის გაცილებით საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნაცვალსახელების პოვნა: მე და ჩემი. პირველი პირის ნაცვალსახელი იშვიათად იხმარებოდა მრავლობით რიცხვში. შესაბამისად, დეპრესიის მქონე ადამიანები გაცილებით ხშირად საუბრობდნენ და წერდნენ საკუთარ თავზე, კონცენტრირებულები იყვნენ საკუთარ პერსონაზე და ემოციებზე. ისინი იშვიათად იყენებდნენ სიტყვებს “შენ/თქვენ”, “ის/ისინი”, “შენი/თქვენი”, “მისი/მათი”, რაც სხვებისადმი ინტერესის ნაკლებობას და სხვა ადამიანებთან ნაკლებ შეხებას, ნაკლებ კავშირს აჩვენებს.

კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება საუბრის სტილზე: დეპრესიაში მყოფი ადამიანები ხშირად ხმარობენ ე.წ. აბსოლუტიზმის შინაარსის მქონე სიტყვებს, ფრაზებს და აზრებს, რომელიც არ იძლევა სიტუაციის, დროის, ფორმის, ან სხვა კონტექსტუალური ნიუანსების განხილვის საშუალებას. ასეთი სიტყვების მაგალითად სახელდება: “სრულებით”, “ერთადერთი”, “არასდროს”, “ყოველთვის”, “ყველაფერი”, “ყველა”, “არავინ”, “არაფერი”.

ამასთან, აბსოლუტიზმის შინაარსის შემცველ სიტყვებს 50 პროცენტით მეტად ხმარობდნენ დეპრესიის მქონე ჯგუფები, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. კიდევ უფრო მეტი, 80 პროცენტით მეტად იყენებდნენ ისინი, ვისაც თვითმკვლელობაზე უფიქრია, ან ამ იდეით იყო შეპყრობილი.

მეცნიერებს უცნაურად, პარადოქსულადაც კი ეჩვენათ ის ფაქტი, რომ უარყოფითი შინაარსის მქონე სიტყვებს დეპრესიის ჯგუფთან შედარებით, ნაკლებად ხმარობდნენ ის ადამიანები, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. თუმცა, სავსებით ლოგიკური იყო ის, რომ გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი პაციენტები 70 პროცენტით უფრო ხშირად იწყებდნენ დადებითი შინაარსის მქონე სიტყვების გამოყენებას.

კვლევის ავტორები თვლიან, რომ დეპრესიის ენის გაგება სპეციალისტებს სიმპტომების სწორად აღქმაში და ინტერპრეტაციაში დაეხმარება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და თვითმკვლელობის ტრაგიკული შემთხვევების აღკვეთის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დეპრესიის მქონე ადამიანთა რაოდენობა მსოფლიში 2005 წლის შემდეგ, სულ ცოტა, 18 პროცენტით გაიზარდა და ახლა 300 მილიონს აჭარბებს.

კვლევა 5 იანვარს გამოქვეყნდა ფსიქოლოგიური მეცნიერების ასოციაციის (წარსულში ამერიკის ფსიქოლოგიური საზოგადოება) სამეცნიერო ჟურნალში “კლინიკური ფსიქოლოგიის მეცნიერება”. მისი ავტორები არიან პროფესორები მუჰამედ ალ-მოსავი და ტიმ ჯონსტონი შეერთებული შტატების რედინგის უნივერსიტეტიდან.


წყარო: ამერიკის ხმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42