“ყოველ ჯერზე, როცა პოლიციელს კლავენ მე ჩემი მეგობარი რემი ფრესი მახსენდება. ამჯერად ეს პოლკოვნიკი იყო, მშვენიერია, ამასთან, მაკრონის ამომრჩეველიც ერთით ნაკლები იქნება.“- დაწერა პუსიემ. მის მიერ ნახსენები რემი ფრესი გარემოს დაცვის აქტივისტი იყო, რომელიც 2014 წელს საპროტესტო აქციის დროს პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა.
აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას და 100 ათასამდე ევროს ჯარიმას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, 23 მარტს, საფრანგეთში, 25 წლის შეიარაღებული მაროკოელი რიდუენ ლაკადემი ტრების კომუნაში მდებარე სუპერმარკეტ Super U-ში შევიდა და მძევლები აიყვანა. ის "ალაჰ აკბარს" ყვიროდა და აცხადებდა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრია.
ტერორისტს ბელტრამმა მძევლების გათავისუფლება და მათ ნაცვლად მძევლად მისი აყვანა შესთავაზა. უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, პოლიციამ სუუპერმარკეტი შტურმით აიღო, რა დროსაც პოლიციელი მძიმედ დაიჭრა.
სტეფან პუსიე ულტრამემარცხენე პოლიტიკოსის ჟან-ლუკ მელენშონის პარტიის ყოფილი წევრია. მელენშონის მარტიამ პუსიეს კომენტარები დაგმო.
მასალის გამოყენების პირობები






