დიაბეტი არის დაავადება, როდესაც თქვენს სისხლში გლუკოზის ან შაქრის დონე არის ნორმასთან შედარებით მაღალი. როდესაც ფეხმძიმედ არის ქალი, სისხლში გლუკოზის მაღალი დონე დამაზიანებელ ზეგავლენას ახდენს თქვენი ბავშვის ორგანიზმზე. ორსულობისას ქალს შეიძლება დაემართოს გესტაციური დიაბეტი (ორსულობის შედეგად განვითარებული დიაბეტი).
გესტაციური დიაბეტი ხშირ შემთხვევაში ნორმაში დგება მშობიარობის შემდგომ, მაგრამ ეს არ ამცირებს რისკს მოგვიანებითი დიაბეტის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. აუცილებელია პერიოდული კონტროლი ენდოკრინოლოგის. ასევე აუცილებელია კონტროლი თუ ქალს დიაბეტი აქვს დაფეხმძიმებამდე. ორსულობის დროს დიაბეტი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას, გართულებების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია : გლუკოზის დონის კონტროლი სისხლში, კვების რეჟიმის დაცვა, ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში,.
თუ თქვენ დიაბეტი გაქვთ, ეს იმას ნიშნავს რომ, თქვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს საჭირო რაოდენობით (დანიშნულებისამებრ), ეს იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. ჯანმრთელი და სწორი კვება ეხმარება ორგანიზმს შენარჩუნდეს გლუკოზის დინე საჭირო რაოდენობით. ეს არის საკმაოდ კრიტიკული და ყველაზე მნისვნელოვანი ნაწილი დიაბეტის მართვის, რომ თავიდან ავიცილოთ თანმხლები გართულებები.
გახსოვდეთ! დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები თქვენს ორგანიზმში!, მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს გულ–სისხლძარღვთა სისტემას, თირკმელს, ნერვებს, ტერფს თვალებს, მაღალია ალბათობა საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის, კუჭ–ნაწლავის დისფუნქციების.
ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი „Enmedic clinic“
მის: წინანდლის ქ. №9, 0144 თბილისი (300 არაგველი), არაყიშვილის ქ. №2, 0179 თბილისი
ტელ: (+995) 32 2 774 000, (+995 32) 2 483 838
მასალის გამოყენების პირობები