ამერიკის შეერთებულ შტატებში, იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქციები "მარში ჩვენი სიცოცხლისთვის" გაიმართა.
მსვლელობას ვაშინგტონში პარკლენდის სკოლაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა თანაკლასელები და ნათესავები მიუძღოდნენ წინ. დედაქალაქის ქუჩებში ნახევარ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, საერთო ჯამში კი ანალოგიური მარში მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ქალაქში მოეწყო. მსვლელობას მხარი დაუჭირეს პოლიტიკოსებმა და შოუ ბიზნესის ვარსკვლავებმაც. ჯორჯ და ამალი კლუნებმა კამპანიისთვის 500 ათასი დოლარი გაიღეს. აქციის მონაწილეებს სოლიდარობა ბარაკ ობამამ და ჰილარი კლინტონმაც გამოუცხადეს.
ჩვენ უფრო ნაკლები სამხედრო გვეღუპება, ვიდრე სკოლებში იარაღისგან, ომი აქ გვაქვს გაუცნობიერებლად და ტერორისტები სკოლებში არიან, აცახდებენ აქციის მონაწილეები.
მასალის გამოყენების პირობები






