პუტინი ცრუობს, ეს კარგი გაკვეთილია ტრამპისთვის რუსეთის ხელისუფლების ზნეობის შესაფასებლად - "ცივი ომის რაინდი"
მსოფლიო - 16:51, 24 Mar, 2018     2519
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უახლოეს გარემოცვაში მორიგი გადაადგილება მოახდინა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე "ვაშინგტონელი ქორი", "ცივი ომის რაინდი", გამოცდილი დიპლომატი, კონსერვატორი ჯონ ბოლტონი დანიშნა, რომელიც გამოირჩევა ტრადიციული აგრესიული შეხედულებებით რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის კუთხით. ტრამპის გარშემო კონსერვატორთა წრე იკვრება - ბოლტონამდე პრეზიდენტმა მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, ხოლო ეკონომიკურ მრჩევლად ლარი კადლოუ დანიშნა.

შესაბამისად, ექსპერტები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას მოელიან, თუმცა, იმასაც უსვამენ ხაზს, რომ ტრამპის ბუნებიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილებები მან შეიძლება ყველას გაუთვალისწინებლად მიიღონ.

მათი შეფასებით, ბოლტონი, რომელსაც ნამუშევარი აქვს რეიგანთან და ორივე ბუშებთან, ტრამპის სრული ანტიპოდია. თუმცა, როგორც მედია იუწყება, ტრამპი, რომელიც საკმაოდ დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან, Fox News-ზე ბოლტონის გამოსვლებს ინტერესით უყურებდა და რეგულარულად იბარებდა მას თეთრ სახლში.

ტრამპისგან განსხვავებით, ბოლტონი თვლის, რომ რუსეთი აშკარად ჩაერია ამერიკის არჩევნებში.

"ამერიკის კონსტიტუციის შელახვის მცდელობა გაცილებით უარესია, ვიდრე ჩვეულებრივი საიდუმლო ოპერაცია. ეს ფაქტიურად casus belli-ია, ნამდვილი აგრესიული აქტი, რომელსაც ვაშინგტონი არასდროს მოითმენს. იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ცრუობს პუტინი მისი თანდასწრებით, კარგი გაკვეთილია ტრამპისთვის რუსეთის ხელმძღვანელობის ზნეობის შესაფასებლად," - აცხადებს ბოლტონი.

ბოლტონი თვლის, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, ამერიკის რეაქცია მკვეთრი და საგრძნობი უნდა იყოს. იგი ვაშინგტონს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

მისი ამ პოზიციიდან გამომდინარე, ექსპერტები თვლიან, რომ თეთრ სახლში მოხვედრის შემდეგ ჯონ ბოლტონი ამ შეხედულებებით ეცდება გავლენა მოახდინოს ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გამოცდილმა საჯარო მოხელემ კარგად იცის, თუ ვინ არის "თეთრი სახლის მეთაური". მას შემდეგ რაც ტრამპმა მისი დანიშვნის შესახებ განაცხადა, მან კვლავ მიიღო მონაწილეობა Fox News-ის გადაცემაში, მაგრამ საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე პირდაპირი კომენტარებისაგან თავი შეიკავა.

ბოლტონმა პირადი მაგალითიც მოიყვანა. ბუში-უფროსის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერის მოადგილის პოსტზე მუშაობისას მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბუშმა მისი წინადადება არ გაითვალისწინა, რაზედაც ბეიკერმა მას შემდეგი ფრაზით უპასუხა - "კაცმა, რომელიც აირჩიეს, ამის გაკეთება არ მოინდომა".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42