დოკუმენტში საქართველოს მხარდაჭერისთვის არანაკლებ 105,325,000 მილიონი დოლარია გამოყოფილი. ამის შესახებ ნათქვამია 2018 ფინანსური წლისთვის აშშ-ს ბიუჯეტის პროექტში.
დოკუმენტში, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, საუბარია საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის ოკუპაციაზე. „საქართველოს ტერიტორიების- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ - ასე ეწოდება აშშ-ის ბიუჯეტის ტექსტში მოცემული თავს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება.
ეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე განცხადებაა.
შეერთებული შტატების მხირდან, ეს არის საქართელოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი დოკუმენტი, სადაც საუბარია იმაზეც, რომ აშშ-ის მთავრობა კრძალავს იმ ქვეყნების მთავრობის დაფინანსებას, რომლემაც აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ამასთან, აშშ არ დააფინანსებს არცერთ იმ იმ პროექტს, რომელიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ხელშეწყობისკენ.
ბიუჯეტის პროექტს ხელი უკვე მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
მასალის გამოყენების პირობები






