ნოდია: "თითქმის ყველა ვერდიქტს დავეთანხმე, მაგრამ ჩიორა თაქთაქიშვილის ამ შეფასების შეფასება…"
საზოგადოება - 13:56, 04 Aug, 2013     4305

 

"ჩემი აზრით, ეს "ფაქტჩეკი" ძალიან კარგი პროექტია, სწორედ ეს გვჭირდება: პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების ძალიან კონკრეტული, ცივი, პროფესიული და მიუკერძოებელი ანალიზი ფაქტებიდან და არა ვიღაცის ემოციებიდან და სუბიექტური შეხედულებებიდან გამოდინარე. ბრავო, "გრასს"! ამავე დროს, ეს პროექტი უფრო საგნობრივი და რაციონალური დისკუსიის შესაძლებლობას გვაძლევს.

 

"გრასის" ვერდიქტები ყოველთვის არ იქნება უეჭველი. მე მათ თითქმის ყველა ვერდიქტს დავეთანხმე, მაგრამ ჩიორა თაქთაქიშვილის ამ შეფასების შეფასება (თითქოს ის უბრალოდ "მცდარია") შინაგანად ვერ გავიზიარე.

 

ჯერ ერთი, რაც ჩიორამ თქვა, არ იყო, მკაცრი აზრით, ფაქტის დაფიქსირება, შესაბამისად, მის კრიტიკას ვერ დაერქმევა "ფაქტის შემოწმება". ეს უფრო იურიდიული შეფასებაა. მაგრამ, ჩემი აზრით, აქაც ზედმეტად ტექნიკურად იურიდიული მიდგომაა გამოყენებული.

 

კი, წმინდა ტექნიკურად შეიძლება ითქვას: თუ საქართველო 2008 წლის ომის დამწყებად ჩაითვლება, აქედან ავტომატურად სულაც არ გამომდინარეობს, რომ მსოფლიომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა ცნოს. მაგრამ, თუმცა ასეთი ნორმა არ არსებობს, ე. წ. "საერთაშორისო სამართალი" საბოლოო ჯამში პოლიტიკური პრაქტიკის გაფორმება და დაფიქსირებაა. სწორედ ამას გვიჩვენებს კოსოვოს მაგალითი (რომელიც დასავლეთის აზრით, არ უნდა იყოს, რუსეთის აზრით კი უნდა იყოს "პრეცედენტი").

 

რუსეთი ამ შემთხვევაში წმინდა ტექნიკური არგუმენტებით ხელმძღვანელობს (თუ კოსოვოს გამოყოფის აღიარება შეიძლებოდა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა რა დააშავა?), და ამ ტექნიკურ დონეზე ის სწორია. მაგრამ დასავლეთი ხელმძღვანელობს შინაარსობრივი და ჰუმანიტარული არგუმენტებით: იუგოსლავია იმდენად "ცუდად მოექცა" კოსოვოს, რომ დაიმსახურა მისი გამოყოფა, საქართველო კი ასე ცუდად არ მოქცეულა, ამიტომ კოსოვო მის მიმართ პრეცედენტი ვერ იქნება. ამ განსხვავების გამოა, რომ დღეისთვის კოსოვოს მსოფლიოს დიდი ნაწილი აღიარებს, ჩვენ ორ რეგიონს კი, ხომ ვიცით, ვინც.

 

ასე რომ, ტექნიკურად, ჩიორას, როგორც იურისტის, გამოთქმა მთლად კორექტული არ იყო, ჯობდა მას უფრო ზუსტი გამოქთმები გამოეყენებინა. მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, ის მართალი იყო: საქართველოს აღიარება ომის დამწყებად არის ნაბიჯი იმგვარი საზოგადოებრივი აზრის შექმნისკენ, რომელმაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება მიგვიყვანოს მათ დე იურე აღიარებამდე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო სამართლიანი იქნებოდა ვერდიქტი "ნახევრად სიმართლე", თუმცა "მეტწილად სიმართლეც" ან "მეტწილად მცდარიც" ასე თუ ისე მისაღებია. ვიმეორებ, ეს შეფასება "ფაქტის შემოწმება" ვერ იქნება, ამიტომ ცალსახა "ობიექტური" ვერდიქტი პრინციპში შეუძლებელია."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42