ცნობილი გახდა, რომ "Газпром"-ი აპირებს მმართველ საბჭოში რუსეთის პრეზიდენტის ბიძაშვილის შვილი მიხეილ პუტინი შეიყვანოს.
ჟურნალისტის კითხვაზე პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მიხეილი მართლაც არის პრეზიდენტის შორეული ნათესავი, მაგრამ მისთვის "ცნობილი არ არის, რომ მათ შორის რაიმე ურთიერთობა არსებობს".
თანამდებობაზე მყოფი პირები (2016 წლის მონაცემ,ებით) თვეში 10 მილიონ რუბლს იღებენ ხელფასის სახით.
როგორც წესი, ვლადიმერ პუტინის ოჯახის წევრები ძირითადად ცდილობენ არასაჯარო ცხოვრებით იცხოვრონ და სკანდალებს მოერიდონ. მედიაში ხშირად ჩნება ინფორმაცია, ამა თუ იმ პირის პუტინთან ნათესაობის შესახებ. მაგალითად კატერინა ტიხონოვა ჟურნალისტებმა პუტინის ქალიშვილად გამოაცხადეს, თუმცა ეს ოფიციალურად არ არის დღემდე დადასტურებული.
თუმცა, ზოგიერთ ე.წ. შორეულ ნათესავს საკმაოდ წარმატებული ბიზნესკარიერა აქვს.
მიხეილ პუტინი - ბიძაშვილის შვილი, ასაკი - 51 წელი, დაბადების ადგილი ივანოვო. განათლება - სამედიცინო.
მედიცინი მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მიღების შემდეგ მან სახელმწიფო საწარმო "Медтехснаб"-ის მმაღთველობაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში გადავიდა, სადაც ეკონომიკურ დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.
2004 წელს მან "Газпрома"-ის სამედიცინო განყოფილება ჩაიბარა. 2007 წელს სადაზღვევო კომპანია "Согаз"-ის თავმჯდომარის მოადგილეა. "Согаз"-ი, 2017 წლის მონაცემებით, რუსეთის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიაა.
მიხეილ შელომოვი - ბიძაშვილის შვილი, 50 წლის, დაბადების ადგილი პეტერბურგი.
წლების მანძილზე შელომოვი საზღვაოსნო კომპანია "Совкомфлот"-ის წამყვანი სპეციალისტია და პარალელურად იძენს აქტივებს.
2000 წელს 15 მილიონ დოლარად მან "Согаз"-ის აქციების 12% შეიძინა, რომელთა ღირებულებაც 2009 წლისთვის 200 მილიონ დოლარამდე ავიდა.
ამის გარდა შელომოვის სხვადასხვა ორგანიზაციები ფლობენ ბანკ "Россия"-ს 8,4%-ს და კომპანია "Согаз-Недвижимость"ის აქტივებს საერთო ჯამში 30 მილიონი დოლარის ღირებულებით. ბანკ "Россия"-ს ძირითადი აქციონერი პუტინის ახლობელი პირი იური კოვალჩუკია. ბანკი ქვეყანაში 14-ე ადგილზეა.
შელომოვის კომპანიები დღეში 5,5 მილიონ რუბლს გამოიმუშავებენ.
იგორ პუტინი - ბიძაშვილი, ასაკი 64 წელი. დაბადების ადგილი - პეტერბურგი. განათლება - სამხედრო საქმე, სახელმწიფო სამსახური.
90-იანი წლების ბოლოს იგორი ტოვებს სამხედრო სამსახურს და რიაზანის ოლქის სახელმწიფო სტრუქტურებშ იწყებს მუშაობას. 2000 წლის შემდეგ სხვადასხვა ბანკებისა და კომპანიების მმართველ წრეებშია. მათშორის რუსეთის "მიწის ბანკისა" და "Мастер-банк"-ის.
2007 წელს The New Times-მა "Мастер-банк"-ი იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლის მეშვეობითაც ფულის გათეთრება მიმდინარეობდა. 2013-ში მას ლიცენზია ჩამოართვეს. ანალოგიურ სიაში შედიოდა "მიწის ბანკიც" იმ პერიოდში, როდესაც მის ხელმძღვანელობაში იგორ პუტინი შედიოდა. 2014 წელს ლიცენზია მასაც ჩამოართვეს.
რომან პუტინი - ბიძაშვილის, იგორ პუტინის შვილი. ასაკი 40 წელი , დაბადების ადგილი - რიაზანი. განათლება - სამხედრო საქმე.
სანკტ-პეტერბურგის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, რომანი 3 წლის განმავლობაში უშიშროების სამსახურში (Фсб) მუშაობდა. 2007-8 წლებში მობილური ოპერატორების ქსელ МТС-ის რიაზანის განყოფილების უფროსი იყო.
2011 წელს იგი კომპანია МРТ-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. სხვადასხვა მომსახურებებს შორის კომპანია რუსეთის რკინიგზას ემსახურებოდა.
2014 წელს რომანი საკუთარ კომპანია Putin Consulting-ს ქმნის რომელიც საკმაოდ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ ბიზნესკონსულტაციებითაა დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები






