ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეთაურმა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა განაცხადა, რომ რუსეთი ტერორისტულ ორგანიზაცია "თალიბანს" იარაღით ამარაგებს და მხარს უჭერს
მისი თქმით, "თალიბანისთვის" განკუთვნილი იარაღი ავღანეთში უზბეკეტის საზღვრის გავლით შედის.
აღსანიშნავია, რომ აშშ ამ მბრალდებას რუსეთს ადრეც უყენებდა, რასაც კრემლი კატეგორიულად უარყოფდა. ამჟამად მორიგი ბრალდება რუსეთის მიმართ დასავლეთის ქვეყნებისა და NATO-ს მხრიდან განსაკუთრებული დაძაბულობის ფონზე გაკეთდა.
"ჩვენ მედიითაც ვხედავთ, თუ როგორ საუბრობენ თალიბი სამხედრო მეთაურები ამის შესახებ. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ "ეს იარაღი რუსულია, რომელიც მათ თალიბანს აჩუქეს"," - აცხადებს გენერალი.
გენერალი აცხადებს, რომ რამდენიმე ხნის წინ რუსეთმა ტაჯიკეთში ე.წ. კონტრტერორისტული წვრთნები ჩაატარა, რისთვისაც ადგილზე საკმაო რაოდენობის იარაღი და აპარატურა ჩაიტანეს. დაზვერვის ინფორმაციით ამ იარაღისა და მოწყობილობების დიდი ნაწილი ადგილზევე დარჩა. სწორედ ამ მარაგიდან აწვდის რუსეთი "თალიბანს" შეიარაღებას.
ანალოგიურს აცხადებენ ავღანელი პოლიციელები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ უკანაკნელ ხანებში თალიბებს ღამის ხედვის აპარატურა საშუალო და მსხვლკალიბრიანი ტყვიამფრქვევები.
მასალის გამოყენების პირობები






