"აზერბაიჯანთან გამუდმებით მაქვს შეხება და მართლა არ მესმის, რა მოელანდათ, რატომ გააკეთეს ეს. სიმართლე გითხრათ, მეცინება ამაზე. რა "პერსონა ნონ-გრატად" გამოსაცხადებელი კაცი მე მნახეს? საერთოდ აზრზე ვერ მოვდივარ, რა შეიძლება უნდოდეთ, სასაცილოა და მეტი არაფერი. საერთოდ, ძალიან ბევრი წიგნის პრეზენტაცია გამიმართავს და რომელი არ მოეწონათ აზერბაიჯანელებს ერთი წლის შემდეგ, ვერ გეტყვით", - განაცხადა დათო ტურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მწერლები მაყვალა გონაშვილი, დავით ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა.
ბესო ხვედელიძე და დავით ტურაშვილი მთიან ყარაბახში 2012 წლის მარტში ლიტერატურული ალმანახის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ. მაყვალა გონაშვილი კი მთიან ყარაბახში "საერთაშორისო პოეტურ ფესტივალზე" 2012 წლის 16-18 ოქტომბერს იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ 335 პირს, რომელიც აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მთიან ყარაბახში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. აზერბაიჯანული მხარე ამას განიხილავს, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დარღვევად და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობას.
მასალის გამოყენების პირობები






