„საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:25, 23 Mar, 2018     1765
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ცერემონიალის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკთან“ გააფორმა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძისა და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის“ გენერალური დირექტორი სერგეი რუმასის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერებაა. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სამართლებრივი გარემოს, ფინანსური და ინდუსტრიული სექტორების ზოგადი პოლიტიკის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რაც მათ ბაზრის აღქმაში დაეხმარება.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სამთავრობო დელეგაციებთან ერთად გაფართოებული შეხვედრისას, სხვადასხვა მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ბელარუსულმა და ქართულმა მხარეებმა რამდენიმე მემორანდუმი გააფორმეს.

ამავე დღეს, ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმზე „საპარტნიორო ფონდმა“ კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის ერთერთ უმსხვილეს ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო კომპანია „ბელექსიმგარანტის“ გენერალურ დირექტორ გენადი მიცკევიჩთან ერთად, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42