Dash დიეტის სასწაული - როგორ შევამციროთ დეპრესიის რისკი და ვიცხოვროთ ბედნიერად
ეს საინტერესოა - 11:26, 23 Mar, 2018     2610
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ დეპრესიის რისკს ამცირებს ჯანსაღი კვების რაციონი.

რეკომენდებულია მიირთვათ ხილი, ბოსტნეული და მთლიანი მარცვლეული. მეცნიერთა აზრით, დეპრესიის რისკი გაცილებით მაღალია მაშინ, როცა პიროვნებას ე.წ. დასავლური კვების რაციონი უყვარს, რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით დამუშავებულ პროდუქტებსა და შაქარს.

ჯანსაღი კვების რაციონი სასარგებლოა როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ასევე ჰიპერტენზიის პრევენციისა თუ კონტროლისთვის.

ნაშრომზე მუშაობდნენ ჩიკაგოში მდებარე კერძო უნივერსიტეტის Rush University–ს მეცნიერები. კვლევაში ჩართული იყო 964 ადამიანი. მონაწილეთა საშუალო ასაკი 81 წელი იყო.

ექსპერტები სისტემატურად სწავლობდნენ კვლევის მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, აინტერესებდათ ვლინდებოდა თუ არა დეპრესიისთვის დამახასიათებელი ისეთი სიმპტომები როგორიცაა მომავლის უიმედობა და სხვა. ასევე ითვალისწინებდნენ იმას თუ როგორი ტიპის რაციონით (კვების რეჟიმი სახელწოდებით DASH დიეტა ჰიპერტენზიის პრევენციისა და კონტროლისთვის, ხმელთაშუა ზღვის დიეტა და ტრადიციული დასავლური დიეტა) იკვებებოდნენ კვლევაში ჩართული მონაწილეები.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, DASH დიეტის წყალობით ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის განვითარების რისკი 11%–ით მცირდება.

DASH დიეტა მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, თხილეულით, მთლიანი მარცვლეულითა და თევზით, რძის პროდუქტებით, რომელშიც ცხიმის რაოდენობა ძალიან დაბალია. ამ ტიპის კვება ითვალისწინებს იმას, რომ პიროვნებამ მჭლე ხორცი უნდა მიიღოს ნორმალური დოზით. რაციონი მკვეთრად ზღუდავს დამუშავებულ პროდუქტებს, მარილს, წითელ ხორცს, ტკბილ სასმელებს, ცხიმიან საკვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42