მან ქვეყანა 5 თვის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც მომხდარის შესახებ სოფელმა გაიგო, სამართალდამცავებმა კი მოძალადეების დასჯა მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ შეძლეს. გოგონა და მისი დეიდა ონლაინ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭეს" სკაიპით ესაუბრა. ორივე დამნაშავეთა დასჯას ითხოვს და აცხადებს, რომ პოლიცია საქმეს აჭიანურებს.
საქმეს ადიგენის რაიონული სამმართველო მეცხრე თვეა იძიებს, თუმცა ამ დრომდე დამნაშავე მხილებული არ არის. გოგონას განცხადებით, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე სწორედ იმ კაცის ქალიშვილია, რომელიც მასზე 4 წლის განმავლობაში ძალადობდა:
"მაგ კაცის გოგომ იცის ყველაფერი. მან რომ თქვას რაც იცის, საქმეს მსვლელობა მიეცემა და აღარ გაჩერდება, მაგრამ არ ამბობს. პირველად როცა მოხდა ეს ამბავი, მისმა შვილმა მნახა გულწასული. მან ყველაფერი იცის".
მისივე თქმით, მოძალადე კაცის ცოლმა პოლიციაში თქვა, რომ მომხდარის შესახებ იცოდა: "ჩემი ნათქვამი გაუგია, თავის შვილს ვუყვებოდი და თურმე ბოსელში ესმოდა ჩემი ლაპარაკი, რომ ვიღაც კაცი რაღაცას ძალით მაკეთებინებდა და რომ მაშინებდნენ და ამას ხმამაღლა ვერ ვამბობდი. თუმცა, ის არ უთქვამს, რომ მის ქმარზე იყო საუბარი. მან ხელი სოფელში ერთ-ერთ ბიჭს დაადო".
გოგონას თქმით, მოძალადეები მას ემუქრებოდნენ, თუმცა მიზეზი რის გამოც გოგონამ ეს ამბავი პირველივე შემთხვევისას არ მოჰყვა ის იყო, რომ სოფელში გაუპატიურების მცდელობის შემთხვევა ადრეც იყო და მოძალადე არც მაშინ დასჯილა.
"იმ კაცის შვილმა, რომელიც ჩემზე მამასთან ერთად ძალადობდა, სოფელში ერთ ქრისტიან (სოფელში მართლმადიდებლები და მუსლიმები ცხოვრობენ "ს.კ") გოგონასთანაც სცადა იგივე გაეკეთებინა, მაგრამ სანამ რამე მოხდებოდა, ამ გოგოს ძმამ გაიგო, რომ მის დას მუქარით შეხვედრას აიძულებდნენ. მოგვიანებით კი მათმა ბიცოლამ პოლიციაშიც დარეკა, თუმცა, ამაოდ. ამ ბიჭს ვერაფერი დაუმტკიცდა. ვიფიქრე, რომ მეც ვერაფერს გავხდებოდი და გავჩუმდი", - ამბობს გოგონა.
"მე თავიდანვე შევთავაზე პოლიციას ერთი კვირა ეცდიათ ჩემთვის და ფაქტზე დავაყენებდი თუ რას როგორ მაიძულებნენ, მაგრამ მაშინ მითხრეს, არ არის საჭირო, შენი ნათქვამიც საკმარისიაო და ის კაცი დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვის შემდეგ კი სახლში გაუშვეს და ახლა საქმის გამოსაძიებლად აღარაფერს აკეთებენ" - ამბობს დაზარალებული.
მასალის გამოყენების პირობები






