გამოსავალი კი იმის ცოდნაა თუ რა უნდა ჭამოთ, რათა ჯანმრთელები იყოთ. ამის ცოდნა დაგეხმარებათ, სასურსათო მაღაზიებში, შეიძინოთ მხოლოდ ჯანსაღი პროდუქცია– ამბობს კაროლინ კაუფმანი, ოჯახის კვების ექსპერტი სან–ფრანცისკოში. კაროლინი დაგეხმარებათ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები თუ რომელი საკვებია მავნე და სასარგებლო.
"ჯანმრთელი კვება არ ახდენს გავლენას ეტიკეტებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა დევს შეფუთვაში ანუ რას შეიცავს საკვები"– ამბობს კაროლინი.
პირველ რიგში, ახალი ხილი და ბოსტნეული არის ის, რაც აუცილებლად უნდა მიირთვათ, მაგრამ მოდით ვაღაროთ, უმეტესობა ჩვენგანი იკვებება დაფასოებული პროდუქტით, კრეკერებით, იოგურტებით, გაყინული პროდუქტებით და ნახევარფაბრიკატებით.
იმისთვის, რომ საკვები ჯანსაღად ჩავთვალოთ, ის არ უნდა იყოს ბოლომდე თავისუფალი იმისგან, რაც არ გვჭირდება– ცხიმები, შაქარი, კონსერვანტები, საკვები აუცილებლად უნდა შეიცავდეს ნუტრიენტებსაც, იმისთვის რომ ფიზიკურადაც კარგად გამოიყურებოდეთ.
წარმოიდგინეთ, სწორი კვება არის ერთგვარი პრევენცია არაჯასაღი პროდუქტებისაგან. იმისათვის, რომ დადგენილიყო კრიტერიუმები, რომლებსაც ჯასაღი კვების დროს გამოვიყენებთ, ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა . რომ 225ზე მეტი ბრენდი გვთავაზობს 1000–ზე მეტ პროდუქტს იმისთვის, რომ სწორად ვიკვებოთ. ეს კი კიდევ ერთი სტიმულია ჯასაღი ცხოვრების წესის დასაწყებად.
ასე რომ, მიირთვით ახალი ხილი და ბევრი ბოსტნეული, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარკეტები ჯანსაღი პროდუქციის სულ უფრო დიდ არჩევანს გვთავაზობენ. თქვენი სხეული, ამ სეზონზე, ბევრად უფრო მოხდენილი იქნება.
www.lollipop.ge
მასალის გამოყენების პირობები






