ადამიანები, რომლებიც ხვრინავენ, უფრო მალე ბერდებიან.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხვრინვისას ადამიანის დნმ ზიანდება.
დნმ-ის დაზიანების გამო კი უჯრედი უფრო სწრაფად ბერდება. მეცნიერების თქმით, იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც ხვრინავენ მოკლე ტელომერები აქვთ.
ტელომერი ქრომოსომის დამაბოლოებელი უბანია. მეცნიერების აზრით, იმ ადამიანის ორგანიზმში, ვისაც ეს უბანი მეტად გრძელი აქვს, დაბერების პროცესი ნელა მიმდინარეობს. ტელომერს დაცვის ფუნქცია აკისრია. ტელომერის სიგრძე ბიოლოგიური ასაკის ერთგვარი მარკერია, მოკლე ტელომერი დაბერებული უჯრედის მანიშნებელია.
სიჩუანის პროვინციაში მდებარე საავადმყოფოს West China Hospital–ის მეცნიერებს სურდათ გაერკვიათ თუ რა გავლენას ახდენს ძილის აპნოე დნმ–ზე.
ძილის აპნოე ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევაა. აპნოეს გამო ადამიანი ძილის დროს სუნთქვას დროებით აჩერებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეს ხვრინვასთან დაკავშირებული მდგომარეობაა, რომლის გამოც ზიანდება სუნთქვა და ადამიანს ღამით რამდენჯერმე ეღვიძება.
ექსპერტებმა შეისწავლეს 8 სამეცნიერო ნაშრომი, სადაც გათვალისწინებული იყო 2 640 პაციენტის მონაცემი. კვლევამ ცხადყო, რომ არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი ძლიერ ხვრინვასა და ტელომერის სიგრძის შემცირებას შორის.
მასალის გამოყენების პირობები






