ადამი და ბეატი მეორე გოგონას გეო გრეისის მშობლები კი მიმდიანრე წლის თებერვალში გახდნენ, ამიტომაც დასთიზე განსაკუთრებული მზრუნველობა მამას აქვს აღებული და ბოლო დროს გადაღებულ ფოტოებზეც დასთი და ადამი არიან დაფიქსირებულები. მეორე შვილს წყვილი ჯერჯერობით საგულდაგულოდ მალავს.









წყვილს პირველი შვილი დასთი როუზ ლევინი გასული წლის 21 სექტემბერს ეყოლა. დასთი ამჟამად ერთი წლის არის.
ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ვარსკვლავურმა წყვილმა 2013 წელს მექსიკაში საიდუმლოდ იქორწინა.
ლევინების წყვილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლება.
ადამმა მუსიკალური კარიერა დაიწყო 1994 წელს, როდესაც მან დააარსა როკ ჯგუფი კარას ყვავილები, რომლის მთავარი ვოკალისტიც თავად იყო. პირველივე ალბომის გამოსვლის შემდეგ (The Fourth World,გამოვიდა 1997 წელს) ჯგუფი დაიშალა, რადგან მათმა ნამუშავარმა პოპულარობასაზოგადოებაში ვერ მოიპოვა. 2001 წელს ჯგუფი თავიდან ჩამოყალიბდა, რომელსაც ამავდროულად შუერთდა გიტარისტი ჯეიმს ვალენტინი და სახელად დაირქვა maroon 5. 2002წელს ბენდმა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი, Songs about Jane. ამის შემდგომ ჯგუფმაკიდევ ოთხი ალბომი ჩაწერა, It Won't be Soon Before Long (2007, Hands All Over (2010), Overexposed (2012) and V (2014).
როგორც Maroon 5- ის წევრმა, ლევინმა მიიღო გრემი, გაიმარჯვა ბილბორდის, ამერიკულიმუსიკის, MTV Video Music-ის და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებებში.
2001 წლიდან ლევინი მონაწილეობდა NBC-ის სატელევიზიო გადაცემა Voice-ში მწვრთნელად.იგი პირველი, მეხუთე და მეცხრე სეზონების გამარჯვებულია.
ბეატი სამხრედ აფრიკაში დაიბადა და გრუთფონტეინში, ნამიბიაში გაიზარდა. 16 წლის იყო, როდესაც არდადეგებზე კეიპ თაუნში იმყოფებოდა. სადაც Storm Model Management-ის დამფუძნებელმა სარა დუკასმა აღმოჩინა (მისი აღმოჩენაა კეიტ მოსიც).
ბეატი პრინსლუს სამოდელო კარიერა დიდი წარმატებით განვითარდა. მას გაუვლია ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიცაა Chanel. Prada, Louis Vuitton, Alexander McQueen, MaxMara, Lacoste, Miu-Miu და სხვა .
ბეარი პრინსლუმ დაამშვენა ისეთი დონის ჟურნალების გარეკანები, როგორიცაა „ტელეგრაფი“, იტალიური Muse, ესპანური, მექსიკური, რუსული ვოგი, ასევე ფრანგული, შვედური და იტალიური Elle და სხვა.
2007 წლიდან ის ყოველწლიურად გამოდის Victoria’s Secret-ის ჩვენებებზე. 2009 წელს კი ოფიციალურად გახდა ანგელოზი.
მოდის სფეროში მას ყველაზე მხიარულ და კომფორტულ ადამიანად მოიხსენებენ.








მასალის გამოყენების პირობები






