„თუ თქვენს მონაცემებს ვერ ვიცავთ, ღირსი არ ვართ, გემსახურით“ - ცუკერბერგი მომხმარებლებს ბოდიშს უხდის
მსოფლიო - 13:11, 22 Mar, 2018     2776
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს ბოდიშის უხდის.


ცუკერბერგი აღიარებს, რომ დაშვებული შეცდომის გამო მომხმარებელთა მონაცემები პოლიტიკური კლიენტების სასარგებლოდ იქნა გამოყენებული.

ცუკერბერგი პირობას დებს, რომ ქსელში ცრუ აპლიკაციების წინააღმდეგ სათანადო ზომები გატარდება.

„ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი მონაცემების დაცვაზე და თუ ამას თავს ვერ გავართმევთ, არ ვართ იმის ღირსი რომ გემსახუროთ,“ - ნათქვამია მარკ ცუკერბერგის განცხადებაში.

ცუკერბერგის ინფორმაციით, კომპანია შეზღუდავს აპლიკაციების შემქმნელთა წვდომას მომხმარებელთა პირად მონაცემებზე და მათთან შეთანხმების გაფორმების ვალდებულებას დააკისრებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა ჩვენი მისიის. ვხვდები, რომ ამის გამოსწორება იმაზე დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე ჩვენ გვინდა, თუმცა გპირდებით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთეს მომსახურებას შევქმნით" - ამბობს ცუკერბერგი.

„ფეისბუკი“, არსებობის განმავლობაში, სერიოზული კრიზისის წინაშე პირველად აღმოჩნდა, რადგან როგორც გაირკვა, ბრიტანულმა საკონსულტაციო ფირმა Cambridge Analytica-მა მომხმარებლის მონაცემები უკანონოდ მოიპოვა და დონალდ ტრამპის არჩევნებში გასამარჯვებლად გამოიყენა.

უფრო კონკრეტულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კავშირის მქონე ბრიტანულმა კომპანიამ, Cambridge Analytica-მ პოლიტტექნოლოგიური მიზნებისთვის გამოიყენა Facebook-ის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობდა მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას პირად მონაცემებზე დაყრდნობით. შემდეგ ამ ინფორმაციას Cambridge Analytica Facebook-ის თანხმობის გარეშე იყენებდა. გამოძიების თანახმად, ბრიტანული კომპანია დაკავებული იყო ქრთამის მიცემით და კანდიდატების შესახებ ცრუ ინფორმაციის და კომპრომატების გავრცელებით.

პარასკევს Facebook-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ Cambridge Analytica-თან და მის შვილობილ კომპანია “სტრატეგიული კომუნიკაციების ლაბოტარორიასთან” ყველანაირ კავშირს წყვეტს.

"ფორბსის" ცნობით, აღნიშნული სკანდალის გამო, Facebook-ის დამფუძნებლმა $4.9 მილიარდი დაკარგა.

Facebook-ის გამოყენებით მონაცემების გაჟონვის გამო, მარკ ცუკერბერგი განმარტებისთვის დაიბარა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა. მის მიმართვას ცუკერბერგმა 26 მარტამდე უნდა უპასუხოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42