საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლ სარკოზის საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, გამოძიება ნიკოლა სარკოზის ასევე კორუფციასა და ლიბიის სახელმწიფო სახსრების მიმალვას ედავება.
მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის სახელს უკავშირდება. საფრანგეთის ყოფილი ლიდერი ბრალდებებს უარყოფს.
ნიკოლა სარკოზი, ლიბიის მიერ 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დასაკითხად დააკავეს. გამოძიების მიხედვით, სარკოზიმ ამ პერიოდში ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფისგან სოლიდური თანხა უკანონოდ მიიღო.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2013 წლებში იყო.
საპრეზიდენტო არჩევნების უკანონო დაფინასნების საკითხზე კი გამოძიება, 2013 წელს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






