დავით საგანელიძე ბელარუსის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:44, 21 Mar, 2018     1841
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს სერგეი რუმასს შეხვდა.

„საპარნტიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაციას ფონდის მანდატის, საინვესტიციო პროექტებში ფინანსური თანამონაწილეობის პრინციპების, საქმიანობის მთავარი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „საპარნტიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და მისმა მოადგილე ნათია თურნავამ ბელარუსის მხარეს ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები გააცნეს და დელეგაციასთან მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი რუმასმა ბანკის საქმიანობის შესახებ საუბრისას, აღნიშნა, რომ განვითარების ბანკისა და „საპარნტიორო ფონდის“ მუშაობის სპეციფიკა და პრინციპები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ბელარუსი საქართველოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობით არის დაინტერესებული, ხოლო „საპარტნიორო ფონდი“, როგორც სანდო პარტნიორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის საქმიან ურთიერთობაში. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტთან ერთად, შეხვედრას ბელარუსის ექსპორტ-იმპორტის დაზღვევის კომპანია ბელექსიმგარანტის გენერალური დირექტორი გენადი მიცეკვიჩი ესწრებოდა.

მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლო სფეროებისა და მიმართულებების შესახებ ისაუბრეს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42