ძალის არგამოყენების დეკლარაცია, რუსული ინტერესები და საფრთხე საქართველოსთვის - ,,ჩვენ ამისთვის ძალიან დიდ ფასს გადავიხდით“
პოზიცია - 17:18, 21 Mar, 2018     2408
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და საქართველოს საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ჟენევის ფორმატში ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღებას:

„არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი წინააღდეგი არ იქნება, რომ ასეთი დეკლარაცია იქნეს მიღებული, მაგრამ შეკითხვა ისმება, რის ფასად მიიღება. დავიწყოთ იმით, რომ ინფორმაცია ჩვენთან მოვიდა რამდენიმე ძალიან ავტორიტეტული რუსული წყაროდან. როგორც წესი ეს წყაროები რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე აკეთებენ დაყრდნობას და მათგან ღებულობენ ზუსტ ფორმულირებებს. ციტატა კი არის „ჟენევის კონსულტაციების მომავალ რაუნდზე საქართველო, აფხაზეთი, სახრეთ ოსეთი, აშშ და თანათავმჯდომარეები მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ამკვიდრებს იმას, რომ მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობაში გამორიცხავენ ძალის გამოყენებას.“ ამის შემდეგ მოდის დაზუსტება, რომ ეს დეკლარაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ხასიათის და არავითარ ვალდებულებებს არ დააკისრებს მონაწილეებს.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ქვეყნის ყოფილმა პირველმა დიპლომატმა იმ შეკითხვებს გაუსვა ხაზი, რომელსაც მოსალოდნელი დეკლარაცია აჩენს საქართველოს ინტერესებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით:

„იბადება რიგი შეკითხვები, პირველი: რა აზრი ქონდა ამ დეკლარაციის მიღებას როდესაც ჩვენი პოზიციის მთავარი კომპონენტი იყო ის, რომ რუსეთს ადეკვატურად ეპასუხა საქართველოს ინიციატივისთვის, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 23 ნოემბერს თავისი წერილით აიღო საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, რაც მისი წერილის გაგზავნისთანავე, გახდა ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება და ეს წერილი იქნა გაგზავნილი, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ნატოს და ა.შ მიმართ. მეორე შეკითხვაა, თუ ჩვენ ამ დეკლარაციას ვღებულობთ, რატომ არაა ნახსენები მასში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნა, რომლის გარეშეც, მარტო ჩვენი კი არა, ყველა ჩვენი მოკავშირის აზრია, რომ რუსეთის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია, შეთანხმება თუ ხელშეკრულება, იმ ქაღალდის ფასიც არ ღირს, რომელზეც დაწერილია. ამისათვის შეგახსენებთ 1994 წლის, აშშ-ის , გაერთიანებული სამეფოს და რუსეთის ფედერაციის შეთანხმებას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. მესამე: თუ რამენაირად არის მოხსენიებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი, როგორც ამ დეკლარაციის თანაავტორები, ან მონაწილეები, ან ხელმომწერები, გამოდის რომ ერთი დარტყმით რუსეთის ფედერაცია ცვლის ჟენევის კონსულტაციების ფორმატს, სადაც საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში არიან მხოლოდ და მხოლოდ პირად ხარისხში და ეს საოკუპაციო რეჟიმები იძენენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტის ნიშნებს. რაც მთავარია რუსეთს მივეცით საშუალება, ეს დეკლარაცია როდესაც ჭიდება გამოიყენოს, ვითომ როგორც თავისთავზე აღებული ვალდებულების და როცა საჭიროა დააზუსტოს, რომ ეს დეკლარაცია, მას არავითარ საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ აკისრებს.“- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

შეკითხვაზე რა ინტერესები აქვს საქართველოს დელეგაციას ამ დეკლარაციის მიღებაში. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ან დელეგაცია იძულებულია შეასრულოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებები, ან მთლიანად მორღვეულია იმის აღქმა თუ რა არის საქართველოს მიზნები ჟენევის კონსულტაციებში:

„ეს ნიშანი იქნება იმისა, რომ ან დელეგაცია იძულებულია შეასრულოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებები და შეიძლება არც ეთანხმებოდეს ამას, მაგრამ დიპლომატების საქმეა პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებები შეასრულოს, ან მთლიანად მორღვეულია სრულფასოვანი და სწორი აღქმა იმისა, თუ რა არის საქართველოს მიზნები ჟენევის კონსულტაციებში.

ჟენევის კონსულტაციების ფორმატი, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბაბუებიდან კი არ გვერგო მემკვიდრეობით, ხელჩართული ომი დაგვჭირდა იმისთვის რომ მიგვეღწია ასე ტუ ისე მისაღები ფორმატისთვის, სადაც არავითარ შემთხვევაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ იქნებოდნენ რომელიმე საერთაშორისო სამართლის სუბიექტები.“- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს სამი ძირითადი მიზანი აქვს და საქართველოს დელეგაციამ პოზიციები არ უნდა დათმოს ისეთ საკტხებზე რომელიც კომპრომისს არ ექვემდებარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ ძალიან ძვირი ფასის გადახდა ქვეყნის ინეტერესების ხარჯზე:

„ჩვენ მიზანი არის სულ სამი, პირველი: რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს 2008 ელის აგვისტოში აღებული ვადლებულებები და მათ შორის აიღოს ცალსახად, ერთმხრივად ძალის არგამოყენების ვალდებულება, ისევე როგორც ჩვენ გავაკეთეთ. მეორე: ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სამუშაო ჯგუფში უნდა მიდიოდეს სერიოზული მუშაობა, როგორ უნდა დაბრუნდნენ ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირები ღირსეულად თავის სამშობლოში. მესამე, ამ ფორმატის მთავარი მიზანი არის ის რომ მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული დეოკუპაცია. ჩვენ თუ რაღაცა დოკუმენტზე ვთანხმდებით და იმისთანა პოზიციებს ვტოვებთ, რომელიც კომპრომისს არ ექვემდებარება, გასაგებია, რომ ამას ზიანის მოტანის გარდა არაფერი არ შეუძლია და ჩვენ ამისთვის ძალიან ძვირ ფასს გადავიხდით. დეკლარაცია, რომ მიღებული ყოფილიყო საერთაშორისო სამართლის და საქართველოს სამართლიანი მოთხოვნების საფუძველზე, რომელი ჭკუათმყოფელი შეეწინაღმდეგებოდა ამას.“- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42