ლურჯი და ცისფერი ფერის სხვადასხვა ტონალობაში შეღებილი კედლები, ქვის სახლები, პირვანდელი სახით შემონახული შუა საუკუნეების არქიტექტურა შეფშაუენის სავიზიტო ბარათია.
მაროკოში ჩასული ტურისტებისთვის ლურჯი ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. შეფშაუენი (იგივე შავენი) ადგილობრივების ენაზე „რქას“ ნიშნავს, მისი სახელწოდება იმ რქის ფორმის მთიდან მომდინარეობს, რომლის ფერდობზეც ქალაქია გაშენებული. ქალაქის ისტორია 1471 წელს იწყება. ანდალუსიელმა ემირამ, მოულა ალი-ბენ-მუსაა-ბენ-რაშიდ-ელ-ალამმა ბერბერებისთვის მცირე ზომის დასახლების და პორტუგალილებისგან დასაცავად მაროკოს ჩრდილოეთით ციხე-სიმაგრის აგება გადაწყვიტა. ემირის გადაწყვეტილებით შავენი მუსლიმთა წმინდა ქალაქად ითვლებოდა და სხვა აღმსარებელთა ქალაში მოხვედრა აკრძალული იყო. ამან ერთის მხრივ ქალაქს შუნარჩუნა შუასაუკუნეების არქიტექურა, ხოლო მეორეს მხრივ საფუძველი დაუდო
გავრცელებული ვერსიით, ქალაქის შენობების ლურჯ ტონალობაში შეღებვას ებრაელებს მიაწერენ. იქ ჩასახლებულ ებრაელებს "სეფარადებს" უწოდებდნენ, რომელთა შთამომავლებიც XV საუკუნეში ესპანეთიდან განდევნეს. სეფარადებს ლურჯი წმინდა ფერად მიაჩნდათ, მას ზეცის და ღმერთის ფერს უწოდებდნენ. ევროპის ქალაქებიდან შეფშაუენში მოხვედრა 20 ევრომდე ჯდება. ქალაქში მოიპოვება ჰაშიში, მაგრამ ძნელად მიაგნებთ ალკოჰოლურ სასმელს გასაყიდად. შავენი ტურისტებისთვის ცნობილია პიტნის ჩაით და თხის ყველითაც.












მასალის გამოყენების პირობები






