„ახალგაზრდა ადვოკატები“ – ბაჩო ახალაიას უდანაშაულობაზე საუბარი ნაადრევია
საზოგადოება - 13:45, 03 Aug, 2013     651

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.


,,საზოგადოებამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა შეაფასოს, როგორც საბოლოო ვერდიქტი, რადგანაც საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

ორგანიზაცია, ერთი მხრივ იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას, მეორე მხრივ კი, ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილების პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაწილზე.

სასამართლოს არ აღმოაჩნდა საკმარისი გამბედაობა საქმეზე გადაწყვეტილება სრულად გამოეცხადებინა, რითაც დაკმაყოფილდებოდა საზოგადოებრივი ინტერესი და დადგინდებოდა, რატომ მიიღო მართლმსაჯულებამ გამამართლებელი გადაწყვეტილება - ბრალდების მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო, არაეფექტური გამოძიების თუ დაცვის მხარის სასამართლო შეჯიბრითობაში უპირატესობით", - აცხადებენ ,,ახალგაზრდა ადვოკატები".

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებას დაუტოვა ვარაუდის თავისუფლება.

,,შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე სათანადოდ არ იყო გამოძიებული, მეორე მხრივ კი სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის ტესტი ვერ ჩააბარა. საზოგადოების ვარაუდებს პასუხი გაეცემა მას შემდეგ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე დასაბუთებულ განაჩენს გამოაქვეყნებს", - აცხადებს კაიკაციშვილი.

ორგანიზაცია საზოგადოებას შეახსენებს, რომ სასამართლოს განაჩენის აღწერილობით ნაწილში განმარტებულია, თუ რაში ედებოდა პირს ბრალი, სამოტივაციო ნაწილში ნაჩვენებია, თუ რა გამოირკვა სასამართლო განხილვაზე და სარეზოლუციო ნაწილში ჩანს, რა დაასკვნა სასამართლომ.

,,თუკი გაგაწყვეტილების რომელიმე ნაწილი სათანადოდ არ არის დასაბუთებული, შეუძლებელია ვისაუბროთ გამოცხადებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობასა და დასაბუთებულებაზე. შესაბამისად, ბაჩო ახალაიას უდანაშაულობაზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც საბოლოო შეფასებები მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება არსებობდეს", - აცხადებენ ,,ახალგაზრდ ადვოკატები".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42