ლევან კორტავას ჭირისუფლებს მკვლელობის საქმე ბოლომდე გახსნილად არ მიაჩნიათ
საზოგადოება - 11:37, 03 Aug, 2013     2095

 

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში კორტავა აღნიშნავს, მას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. იგი სასჯელაღსრულების სამინისტროს ახსნა-განმარტებას სთხოვს, რატომ გადაიყვანეს ლევან კორტავა რუსთავიდან გეგუთის კოლონიაში.

 

"საქმე გახსნილია, დამნაშავეები დაისჯებიან. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს ლევანის ერთი წვეთი სისხლი, მაგრამ არ მჯერა, რომ მთავარი დამნაშავეები გამოაშკარავდნენ. ეს, უბრალოდ, ლოგიკაშიც არ ჯდება. დავუშვათ, ერთმა ჩინოსანმა გაიმეტა, სად იყვნენ დანარჩენები, ციხეში მარტო ერთი კაცი მუშაობს? ამდენ ხანს "ამუშავებდნენ" ამ ბავშვს და ნუთუ არავის არ ესმოდა? სამსახურეობრივ გულგრილობაში მაინც არ ადანაშაულებთ ამ ადამიანებს?

 

უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელიც არამარტო მე, საზოგადოებასაც აწუხებს. ვფიქრობ, საქმე გვაქვს დანაშაულის ჩაფარცხვასთან. არ მინდა ვიფიქრო, რომ უდანაშაულო ხალხს დაადეს ხელი, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი შემკვეთები არ ჩანან და თუ ძლიერი არგუმენტები გაქვთ, დამაჯერეთ ბატონო, წინააღმდეგი არ ვარ. ვითხოვ საჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მომცეს ახსნა-განმარტება, რა მიზეზით გადაიყვანა ჩემი შვილი რუსთავის ციხიდან გეგუთში?

 

ადრე იქ მას შეპირდნენ, რომ არ აპატიებდნენ, რომ 2008 წლის ხონის ციხიდან გაქცევის ორგანიზება არ აიღო თავის თავზე. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს გადაყვანა სპეციალურად მოხდა. გეგუთის ციხის ადმინისტრაცია ცნობილია ,,მაფიოზებად" და ჩემს გაჭირვებულ ბიჭს რამეს შეარჩენდნენ? ვითხოვ სამინისტროს ახსნა-განმარტებას რატომ გადაიყვანეს ლევან კორტავა გეგუთში ასე მოულოდნელად და რატომ არ იყო ეს ფაქტი ცნობილი ოჯახისთვის?", - ამბობს კორტავა.

 

შეგახსენებთ, პროკურატურამ ლევან კორტავას საქმის გახსნის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. კორტავას საქმეზე რამდენიმე პირს, მათ შორის გეგუთის კოლონიის 4 თანამშრომელს ბრალი წარედგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42