ომალოში "თუშეთობა-2013" გაიმართება
საზოგადოება - 09:55, 03 Aug, 2013     703

დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას,- მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ივლისის ან აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება.

 

ფესტივალი "თუშეთობა 2013" კესელოს ციხესთან და ვიზიტორთა ცენტრში გაიმართება. კულტურის სამინისტროს დელეგაცია სხვა მოწვეულ სტუმრებთან და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, თუშებს დღესასწაულს მიულოცავს, გამოცდილ და ახალგაზრდა მწყემსებს კი საჩუქრებით დააჯილდოვებს. გაიმართება შეჯიბრი მშვილდოსნობაში და დოღში,- გამარჯვებულებს საჩუქრები და პრიზები გადაეცემათ.

 

ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია თუშური სამზარეულოს და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. ფაცხებში სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ თუშურ ღონისძიებებში. მოწვეული სტუმრები თუშურ ლუდს, ხინკალს, მწვადს, გუდის ყველსა და კახურ შოთებს დააგემოვნებენ.

 

დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, - "კესელო"", "ცხრაკარა", "ბახტრიონი" და "თუშეთი".

 

ფაცხებთან და სცენასთან გამოფენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები და ტრადიციული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ძველებური ნივთები. მოეწყობა თუშეთის კუთხის ამსახველი ძველებური საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.

 

საღამოს, ფესტივალს დაასრულებს კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42