საქართველოში მსოფლიო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინიცირებულ გლობალურ გამოკითხვის კოორდინაციას ახალგაზრდებში, ახალგაზრდა პარლამენტარები განახორციელებენ.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი, აგვისტოს თვის განმავლობაში რეგიონებში ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრებსა და გამოკითხვებს ჩაატარებს. კვლევის შედეგებს სექტემბერში საქართველოს მთავრობა გაეროს წარუდგენს.
პროექტი საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს 2015 წლის შემდგომი გლობალური პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა მიიღონ. გამოკითხვებისა და შექმნილი ფოკუს ჯგუფების მეშვეობით, ადამიანები გაეროს მიერ შემოთავაზებული 16 მნიშვნელოვანი საკითხიდან 6 სასურველს აირჩევენ. აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილოება 194 ქვეყანამ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასტუმრო რადისონში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ოფიციალური გახსნის ცერემონიალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების ფონდის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიცა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






