„საპარტნიორო ფონდსა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:13, 20 Mar, 2018     1706
სს „საპარტნიორო ფონდსა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ითვალისწინებს ფონდის საკუთრებაში არსებული კლინიკების განვითარების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, „საპარტნიორო ფონდსა“ და IFC-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატის შემუშავებას.

მემორანდუმის გაფორმებამდე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ IFC-ის რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს.

„საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო.

„საპარტნიორო ფონდი“ ამ საავადმყოფოების განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით, მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მართავს.

ურთიერთგაგების მემორანდუმს „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგენელიძემ მოაწერა ხელი, IFC-ს მხრიდან კი – საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პროგრამის რეგიონულმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გიორგი პეტროვმა. „საპარნტიორო ფონდში“ მემორანდუმის ხელმოწერას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეა გიორგაძე დაესწრნენ.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) შესახებ:

IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42