მსოფლიოს უკანასკნელი მამრი ჩრდილოელი თეთრი მარტორქა სახელად სუდანი, რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ მოკვდა.
როგორც მისი კენიელი მომვლელები იტყობინებიან, სუდანი ასაკთან დაკავშირებული გართულებების გამო მოკვდა.
სუდანმა კენიაში, Ol Pejeta-ს ნაკრძალში ცხოვრობდა. მისი მომვლელების თქმით 45 წლის მარტორქა კუნთების დაავადებისგან იტანჯებოდა, რასაც ძვლების დაშლა და კანის დაზიანებაც დაემატა.
სუდანს ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიარულიც არ შეეძლო.
მისი მდგომარეობა ორშაბათს მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც მისი ცოცხლად დატოვება შეუძლებელი იყო. ამიტომაც მისი დაძინების გადაწყვეტილება მიიღეს.
სუდანის გენეტიკური მონაცემები ორშაბათს შეაგროვეს, რაც მისი სახეობის გადარჩენის იმედს იძლევა. რადგან ცოცხალი სუდანის სახეობის მხოლოდ ორი მარტორქა დარჩა და ორივე მდედრია - სუდანის შვილი და შვილიშვილი , 27 წლის ნაჯინი და 17 წლის ფატუ.




მასალის გამოყენების პირობები






