გაიგე უფრო მეტი - კრედი 24-ის ონლაინ სესხები
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:43, 20 Mar, 2018     2021

საბანკო სფერო ვითარდება, იხვეწება, სხვადასხვა ტიპის სერვისი ემატება და მომხმარებელს საშუალება აქვს საკუთარ სურვილზე მორგებული კრედიტი აიღოს. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მიღებულ თანხას სწრაფად დაფარავთ, სესხის მიღება გრძელვადიანი პერიოდით შეგიძლიათ. ამ მომსახურების კომფორტულობა განისაზღვრება იმ გარემოებით, რომ სერვისით სარგებლობა ქონების უზრუნველყოფის გარეშეა შესაძლებელი.

გრძელვადიანი სესხით სარგებლობისას უნდა გახსოვდეთ:

ყველა ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავისი საპროცენტო განაკვეთი და სესხის დაფარვის ვადა აქვს;

შესაძლებელია კრედიტორმა მომხმარებელს სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოსთხოვოს;

გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში, მსესხებელმა უმჯობესია კრედიტი გადაავადოს;

გადავადების სერვისით სარგებლობა, უმეტეს კომპანიაში, გარკვეული საფასურის გადახდით განისაზღვრება, თუმცა ამ ქმედებით, მსესხებელი საკრედიტო ისტორიის გაფუჭებისგან თავს იცავს;

credy 24 სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ მომხმარებლმა ინფორმაცია მიიღოს და საკუთარ სურვილზე მორგებული სესხი აიღოს.

იპოთეკური სესხები

თანხის დაგროვება დღევანდელ პირობებში საკმაოდ რთულია. გაუთვალისწინებელი ხარჯები, დაუგეგმავი ბიუჯეტი არ გვაძლევს საშუალებას ხელფასი გადავინახოთ და შემდგომ სურვილისამებრ გამოვიყენოთ. სახლი რომ უძრავი ქონება და მყარი კაპიტალია ამაზეც არავინ დაობს, ამიტომ როგორ შეიძლება დღევანდელ პირობებში სურვილები ავისრულოთ? იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტი, რომლის მეშვეობითაც საშუალება გეძლევათ შეიძინოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება. სესხის პირობები ყველა მომხმარებლისათვის განსხვავებულია და შესაძენი ქონების ღირებულებაზე, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე და მის ყოველთვიურ შემოსავალზეა დამოკიდებული.

მომსახურებით სარგებლობისას უნდა გაითვალისწინოთ დამატებითი ხარჯები:

საკომისიოს გადასახადი;

ნოტარიუსთან ვიზიტისას პროცედურული ხარჯები;

დაზღვევის გადასახადი;

პირგასამტეხლო 2%

რა რისკები ახლავს იპოთეკური სესხით სარგებლობას?

იმ შემთხვევაში თუ მომხარებელი ვერ შეასრულებს სასესხო ვალდებულებას მაშინ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება აქვს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინოს. ამიტომ, სესხის აღებამდე მსესხებელმა უნდა გაითვალისწინოს ის რისკები, რომელიც იპოთეკური სესხის აღებას ახლავს თან და განსაზღვროს საკუთარი შემოსავლების სტაბილურობა, ასევე სწორად დაგეგმოს ყოველთვიური ბიუჯეტი. კრედი 24-ის იპოთეკური სესხები არის ინფორმაციული და კარგი საშუალება სასურველი ბანკისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესარჩევად.

ავტო ლომბარდი

გარდა იმის რომ ავტომობილი გადაადგილების სწრაფი და კომფორტული საშუალებაა, მისი გამოყენება სესხის ასაღებადაცაა შესაძლებელი. ავტო ლომბარდი არის გზა გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსასვლელად. თუ გჭირდებათ დაუყოვნებლივ თანხა, არც იმისი დრო გაქვთ კრედიტი აიღოთ, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ავტომობილი დაალომბარდოთ და მიღებული თანხა სურვილისამებრ გამოიყენოთ. ყველა კომპანიას თავისი პირობები აქვს და ისინი საშუალებას გაძლევენ თავად გადაწყვიტოთ, გააგრძელოთ ავტომობილის მართვა თუ გააჩეროთ ავტოსადგომზე. თუმცა სანამ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაგერიცხებათ, მანამდე აუცილებელი პირობაა, რომ ავტო ექსპერტმა თქვენი მანქანის წლოვანება და ზოგადი მდგომარეობა შეაფასოს, გასათვალისწინებელია ასევე ავტომობილის მარკაც. მხოლოდ ამის შედეგად განისაზღვრება გასაცემი თანხის რაოდენობა.

იმისათვის რომ ავტო ლომბარდით ისარგებლოთ დაგჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. მხოლოდ სესხის აღების შემდეგ დგება გადახდის გრაფიკი და საპროცენტო განაკვეთთან ერთად სესხის ძირი თანხაც იფარება. მსესხებელს სესხის ვადაზე ადრე დაფარვა და ავტმობილის გამოსყიდვაც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ Credy 24 არის კარგი გზა სასურველი სალომბარდო მომსახურების შესავსებად.

ონლაინ სესხები

დღესდღეობით, ალბათ რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ონლაინ სესხით არ უსარგებლია. ონლაინ სესხები 21 საუკუნის ტრენდად იქცა. მაშინ როცა საბანკო სფერო ყოველდღიურად ვითარდება, მომსახურება საქართველოს ბაზარზე დამკვიდრდა და ერთ-ერთ კონკურენტუნარიანი მომსახურება გახდა. ქართულ ბაზარზე პირველი ონლაინ სესხი 2012 წელს გამოჩნდა, ამ ეტაპისათვის კი უამრავი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. სიახლეს ფეხი ბანკებმაც აუწყეს და ონლაინ რეჟიმში სესხების გაცემა მათაც დაიწყეს. თუ თავდაპირველად თანხის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა 1500 ლარამდე იყო, დღეს უკვე ეს რაოდენობა გაიზარდა და სესხის აღება 3 000 ლარამდეა შესაძლებელი. ცვლილებები შევიდა სესხის გაცემის პერიოდშიც. თუ აქამდე დღიური რაოდენობა 30-ით განისაზღვრებოდა დღეს უკვე პერიოდი 2 წლამდე გაიზარდა.

რა პლიუსი აქვს ონლაინ სესხს? კითხვაზე პასუხი მარტივია

ზოგავთ დროს (სესხის მისაღებად აღარ გიწევთ მოსაწყენ რიგებში დგომა და დამღლელი პროცედურების გავლა)

არის კომფორტული (სახლის პირობებშიც შესაძლებელია კომპიუტერით, სააპლიკაციო ფორმის შევსება და სესხის მიღება)

სწრაფია (დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში მომხმარებელს მითითებულ ელ- ფოსტაზე ეცნობება დაუმტკიცდა თუ არა სესხი)

credy 24 არის მომხმარებლის სურვილებზე მორგებული საიტი, რადგან თქვენ საშუალება გაქვთ ყველა ონლაინ სესხზე ნახოთ ინფორმაცია და გაიგოთ საქართველოში მოქმედი ბანკებისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ტარიფები და სასესხო ვალდებულებები. ეწვიეთ credy 24 - გაიგეთ უფრო მეტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42