როგორც დონალდ ტრამპის პრესმდივანმა ჰოგან გილდიმ განაცხადა, პუტინის გამარჯვება თეთრი სახლისთვის სიურპრიზი არ ყოფილა და არც მილოცვის სატელეფონო საუბარი იგეგმება.
„ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და რუსეთს დიდ ფასს გადავახდევინებთ იმ შემთხვევებში, თუ ჩვენს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის. თუმცა, ჩვენ ასევე ვსწავლობთ ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობებს იქ, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს პასუხობს.
არჩევნების შედეგებით გაოცებულები არ ვართ“ - განაცხადა ჰოგანმა.
შეგახსენებთ, 65 წლის ვლადიმირ პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტია .
ადამიანი, რომელიც დღეის ჩათვლით უკვე მე-18-ე წელია მართავს ქვეყანას, ქვეყნის სათავეში მინიმუმ კიდევ 6 წელი დარჩება.
საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ხმების 76,65%-ი მიიღო. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინს მხარი 55 მილიონ 403 971-მა ადამიანმა დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები






