„ქართული მინერალური მასალების“ ახალი საწარმო „კაპაროლს“, „კნაუფს“ და „ჰენკელს“ მოამარაგებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:36, 20 Mar, 2018     1646
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შპს „ქართული მინერალური მასალების“ ქვიშისა და კირქვის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.

საწარმო პირველ ეტაპზე 60, ხოლო უახლოეს პერიოდში 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

კომპანიამ „ქართული მინერალური მასალები“ საწარმოში 7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კომპანიას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს ნედლეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების დიდი გაერთიანების შექმნა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

„ამ საწარმოს გახსნა და მისი წარმატებით ფუნქციონირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მდიდარია საქართველო სასარგებლო წიაღისეულით, მათ შორის ისეთი რესურსებით, როგორც არის კვარციანი ქვიშები, კირქვა და სხვა სამშენებლო მასალები. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის რესურსებზე მოთხოვნა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ წიაღის მართვის რეფორმა, რომლის ფარგლებში ვგეგმავთ განვავითაროთ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ნედლეულის მოპოვება/გადამუშავებას საქართველოს ტერიტორიაზე და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნედლეულის მოპოვება მოხდება ზემო იმერეთსა და რაჭაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ეკონომიკურ აქტივობას.

გადამუშავებული ნედლეულით „ქართული მინერალური მასალები“ მოამარაგებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „კაპაროლი“, „კნაუფი“, „ჰენკელი“ და ა.შ. შესაბამისად, ასეთი კომპანიები უკვე საქართველოში ნაწარმოები ხარისხიანი მასალის გამოყენებით შექმნიან საბოლოო პროდუქტებს წებო-ცემენტების, ბათქაშებისა და სხვა მშრალი სამშენებლო ნარევების სახით.

კომპანია პირველივე ეტაპზე შეძლებს წლიურად 50 000 ტონა ნედლეულის წარმოებას და ეს ციფრი შემდგომში გასამმაგდება.

„ეს ნიშნავს, რომ წებო-ცემენტის მწარმოებლებს მიეცემათ შანსი გამოიყენონ ქართული, ხარისხიანი ნედლეული, რაც შექმნის საფუძველს, რომ საქართველოსთვის საჭირო წებო-ცემენტის იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივად ნაწარმოები, მაღალხარისხიანი პროდუქციით“, - განაცხადა საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს წიაღისეული რესურსებით კერძო სექტორის დაინტერესება, ამისთვის კი აუცილებელია, რომ გეოლოგიური ინფორმაცია, რომელიც აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა ტიპის საბადოებთან დაკავშირებით, იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის, რათა გაიზარდოს ლიცენზიის გაცემაზე მომართვიანობა და შესაბამისად, სახელმწიფომ შეძლოს ერთის მხრივ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული რესურსი, გახადოს საინტერესო და მიმზიდველი კერძო სექტორისათვის და მეორეს მხრივ, უზრუნველყოს წიაღის რაციონალური სარგებლობა.

შეგახსენებთ, რომ 2018 თებერვლის თვიდან გაუქმდა ფასიანი მომსახურება გეოლოგიურ ინფორმაციის მიღებაზე. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საქართველოში არსებულ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.

„ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დაწყებული პროცესები გაზრდის ახალი საბადოების გახსნისა და დამუშავების შესაძლებლობას, წიაღისეული რესურსების პოტენციური მოსარგებლეთა დაინტერესებას, შეიქმნება კონკურენტული გარემო და გაიზრდება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის წილი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელში. ამ მიზნის მიღწევა კერძო სექტორის თანადგომის გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა საწარმოს მესვეურებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რაც მათ საქმიანობამ უნდა დააგენერიროს დამატებითი ღირებულებების სახით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42