"ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს რამდენიმე განსხვავებული მეთოდი, მათ შორის უადგილო ზეწოლის ფაქტებიც, რომელიც გამიზნული იყო არჩევნებზე გამოცხადების პროცენტის გაზრდისთვის," - ნათქვამია ეუთოს პრეს-რელიზში, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების წინასწარი დასკვნებია მოყვანილი.
ეუღოს დამკვირვებლები მიესალმებიან კანონმდებლობის იმ ცვლილებას, რამაც საშუალება მისცა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა იმ ამომრჩეველს, რომელიც საკუთარი საარჩევნო უბნიდან შორს იმყოფებოდნენ. მათ აღნიშნეს, რომ დაახლოებით 5,6 მილიონმა ამომრჩეველმა ისარგებლა "მობილური ამომრჩევლის" სისტემით, თუმცა, აღნიშნავენ დამკვირვებლები, რმ ეს სისტემა დასახვეწია და მას სუსტი წერტილები აქვს, რაც შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული, მათ შორის კენჭისყრაზე ზეწოლის განსახორციელელად.
შეგახსენებთ, რომ "იაბლოკოსა" და ქსენია სობჩაკის შტაბების ორმა წარმომადგენელმა ექსპერიმენტი ჩაატარა და "მობილური ამომრჩევლის" სისტემის გამოყენებით ორ სხვადასხვა უბანზე მისცა ხმა.
მასალის გამოყენების პირობები






