კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნების ლიდერებმა მიულოცეს ამ დროისთვის ვლადიმერ პუტინს.
"გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, სომხეთის პრეზიდენტ სარგსიანთან, ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთან, ყირგიზეთის პრეზიდენტ ჟეენბეკოვთან, ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინთან, ტაჯიკეთის პრეზიდენტ რახმონთან, უზბეკეთის პრეზიდენტ მირზიეევთან, იაპონიის პრემიერ-მინისტრ აბესთან," - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.
მოყვანილია ის ქვეყნებიც, რომელთაც სამტავრობო მისალოცი დეპეშები გამოაგზავნეს.
"მისალოცი დეპეშები გამოაგზავნეს: ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაიჟეენბეკოვმა, კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ, მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, ტაჯიკეთის პრეზიდენტმმა ემომალი რახმონმა, თურქმენეთის პრეზიდენტმა გუბანგული ბერდიმუხამედოვმა, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიევმა" - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციაში ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული რეჟიმების ხელმძღვანელებიცაა ნახსენები, რომლებსაც კრემლი "პრეზიდენტებად" მოიხსენიებს.
მასალის გამოყენების პირობები






