პოლონეთმა შესაძლოა, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადოს და ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს.
ამის შესახებ ინფორმაციას, პოლინური გამოცემა Gazeta Prawna ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვარშავაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სხვა ვერსიებსაც საკითხსაც განიხილავენ.
როგორც სტატიაში საუბარი, დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეცდება გერმანიის კანცლერი დაარწმუნოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთო ზომების მიღებაა აუცილებელი.
პოლონეთის მთავრობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატი გაძევა. დიდი ბრიტანეთი, რუსული გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლებაზეც იწყებს ზრუნვას.
რაც შეეხება რუსეთის პასუხს, დიდი ბრიტანეთის ქმედების საპასუხოდ, ქვეყნიდან ბრიტანელი დიპლომატები გააძევეს და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






